Connect with us

სხვა

ზაფხულის მეორე ნახევრის ასტროლოგიური პროგნოზი

2020 წელი გამოცდებით სავსეა მთელი სამყაროსთვის. კორონავირუსი, მსოფლიო კრიზისი, ბუნებრივი კატაკლიზმები და შავი ჭირი ჩინეთში… ზაფხულში თითქოს ამოვისუნთქეთ, თუმცა ზედმეტი არ იქნება თუ ზაფხულის მეორე ნახევრის ასტროლოგიურ პროგნოზს მაინც გადავხედავთ.

პლანეტათა უმრავლესობა დირექტულ მოძრაობაში გადავიდა, მაგრამ 5 ივლისს მომხადარი მთვარის დაბნელება დეკემბრამდე მოახდეს გავლენას ჩვენზე. ემოციურად საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს, მაღალია წყლის ინფექციების გავრცელებისა და კატაკლიზმების რისკიც.

ვერძი

კარიერისა და რეალიზაციის სფეროებში ცვლილებებია მოსალოდნელი, ამ საკითხში სტაბილურობის ქონის სურვილი გაგიჩნდებათ. აჯობებს ახალი უნარების შეძენას შეუდგეთ, ამაში უმცროსი ნათესავები დაგეხმარებიან, მაგალითად, დები და ძმები. მოგეცემათ საშუალება ფულის დაგროვება დაიწყოთ და კვება მოაწესრიგოთ.

კურო

დრო დაუთმეთ საკუთარ თავსა და შემოქმედებას. შეიძლება რესურსებსა და მშობლებთან დაკავშირებულმა თემებმა დამატებითი ყურადღება მოითხოვონ. იყავით ყურადღებით ფინანსური ოპერაციების შესრულებისას. შესაფერისი დროა მასწავლებელთან ან სულიერ მოძღვართან, გურუსთან შესახვედრად.

ტყუპები

შეიძლება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ. დამთმობი იყავით პარტნიორთან მიმართებაში, შეიძლება დაუსაბუთებელი პრეტენზიები, კრიტიკა და საკუთარ თავზე ზედმეტი ჩაციკლულობის წინაშე აღმოჩნდეთ. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. შესაძლებელია პარტნიორებისგან ფულადი სახსრების ან მემკვიდრეობის მიღების შანსი.

კირჩხიბი

შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება ან გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობა. ეცადეთ ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ, თუმცა ქველმოქმედებისგან თავს ნუ შეიკავებთ. ძველი პარტნიორები თავს გაგახსენებენ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, გაიარეთ სამედიცინო შემოწმება.

ლომი

ოჯახში შიეძლება მატება გქონდეთ, კარიერაში კი ცვლილებებსა და კრეტივის შეტანას მოისურვებთ. ურთიერთობებმა შესაძლოა სასრგებლო ნაცნობები და შემოსავლები მოგიტანოთ. ხელშეკრულებების დადებისას ფრთხილად და ყურადღებით იყავით.

ქალწული

შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოთ ან მოვალეობათა სფერო გააფართოვოთ. ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულებები, ყურადღებით იყავით ინფორმაციასთან, ეცადეთ შანსები არ გაუშვათ. ინვესტიციებისა და ოჯახის სფერო დამატებით ყურადღებას მოითხოვენ. გაჩნდება საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა.

სასწორი

ელოდეთ მემკვიდრეობის მიღებას და დავალიანებების ანაზღაურებას. უძრავი ქონების სფეროს საკითხების გადაწყვეტა გელით. მოგიწევთ ძალისხმევა გამოიჩინოთ, რათა თქვენი მიზნების და სურვილების რეალიზება მოახდინოთ.

მორიელი

საიდუმლო ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, მოგინდებათ რომანტიკის აღდგენა აწ უკვე გაცივებულ ურთიერთობებში. დაკავდით ფინანსების შეგროვებით, გადახედეთ კვების რეჟიმს.

მშვილდოსანი

ახლა სწავლის, განვითარებისა და რეალიზაციის დროა. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ,ეცადეთ მოერიდოთ ჩხუბსა და კონფლიქტებს, რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ ამ კონფლიქტში არაობიექტური იქნებით.

თხის რქა

ჯანმთელობის საკითხები შეიძლება ძალიან აქტუალური გახდეს, გაიარეთ სამედიცინო შემოწმება. შეიძლება ინვესტიციებიდან შემოსავალი მიიღოთ. ფულის ხარჯვისას თავშეკავება გამოიჩინეთ.

მერწყული

სახლსა და გარემოში ცვლილებების შეტანა მოგინდებათ. თუ თქვენი შემოსავალი ჯგუფში მუშაობაზეა დამოკიდებული, თქვენი გუნდის შემოქმედებითობა და კრეატივი შემოსავლებს გაზრდის. გამოიჩინეთ მოთბინება ბავშვების მიმართ, შესაძლოა მოულოდნელად შემოგივიდეთ ფული, რომელიც თქვენი მოღვაწეობის ძირითადი სფეროდან არ იქნება.

თევზები

შესანიშნავი დროა წიგნის დასაწერად, საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის და ჰობისთვის. მოგინდებათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იყავით ყურადღებით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. კარიერაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი. ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ნათალური რუკის ასპექტები.