ტესტები
ვკითხულობთ ბედს ციფრებით: რა საიდუმლოებას მალავს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი
ადამიანები უძველესი დროიდან მათ ბედზე ციფრების გავლენის გაშიფვრას ცდილობენ. რას ამბობს თქვენი დაბადების წელი? აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავის, სხვების და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი.
დაბადების წელი ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. დაბადების წლის ბოლო ციფრს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ფენშუის თანახმად, ამა თუ იმ წელს 5 ბუნებრივი სტიქიიდან ერთ–ერთი დომინირებს.
სხვა სიტყვებით, თითოეულ ციფრს საკუთარი სფერო ან სტიქია შეესაბამება. სულ 5 ბუნებრივი სფეროა: ცეცხლი, წყალი, მეტალი, მიწა და ხე. ის დიდწილად ადამიანის ხასიათს და ქცევის თავისებურებებს განსაზღვრავს.
მოკლედ, თქვენი დაბადების წელი? თქვენი სტიქია ან ბუნებრივი სფერო დაბადების წლის ბოლო ციფრით განისაზღვრება. მაგალითად, თუ დაბადებული ხართ 1984 წელში, ციფრი 4 ხის სტიქიას შეესაბამება.
ბოლო ციფრი 0 და 1: სტიქია მეტალი
ასეთ ადამიანს ძლიერი ხასიათი აქვს. საკუთარი ფიზიკური და სულიერი ძალების სწრაფად აღდგენა შეუძლია. მეტალის სტიქიის მქონე ადამიანი დამოუკიდებელი და ნაკლებად კომუნიკაბელურია.
განმარტოებით უყვარს, რადგან საკუთარი სურვილებით და მარტო მოქმედება მოსწონს. ცდილობს, სიყვარულსა და ჰარმონიაში იცხოვროს.
„მეტალის“ ხალხს მკაფიოდ განსაზღვრული ცხოვრებისეული მიზანი აქვს და მიზნის მისაღწევად უჩვეულო შეუპოვრობით გამოირჩევა. უარყოფითი თვისებები: ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვის დაუძლეველი მოთხოვნილება. ზედმეტად პირდაპირი და კატეგორიულია, შეცდომებს ვერ იტანს.
ბოლო ციფრი 2 და 3: სტიქია წყალი
ამ სტიქიის წარმომადგენელს გულისხმიერება და თანაგრძნობის გამოჩენა ახასიათებს. სხვებთან ურთიერთობაში მომხიბვლელი და მიმზიდველია. კარგი წარმოსახვის უნარი აქვს.
საკმაოდ კრეატიულია, რომელიც თავისი არასტანდარტული და ორიგინალური, სტერეოტიპებისგან თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამის დამსახურებით საქმეში წარმატებას აღწევს, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში.
განვითარებული ინტუიცია ეხმარება, რომ ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. გულმოდგინე და ზუსტია, ყველა დეტალში გარკვევას ცდილობს.
ბოლო ციფრი 4 და 5: სტიქია ხე
ხის სტიქიის წარმომადგენელი თავდაჯერებული და შრომისმოყვარეა. სიახლისკენ მიისწრაფვის და ექსპერიმენტები მოსწონს.
უცნობი ადგილები და სამყაროს საიდუმლოებები იზიდავს. მისი ოცნებაა, სამყარო უკეთ შეისწავლოს. მისთვის უცხოა ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოიზმი და ნარცისიზმი.
ბოლო ციფრი 6 და 7: სტიქია ცეცხლი
თავგადასავლების და მოგზაურობის ნამდვილი მოყვარულია. გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს და მოვლენების მორევში სწრაფად ეშვება.
„ცეცხლოვანი“ ადამიანი მომხიბვლელი და სპონტანურია. კარგად იცის, როგორ მოაწონოს სხვებს თავი. ხალხის საკუთარ მხარეზე გადმობირების უნარი აქვს.
ბოლო ციფრი 8 და 9: სტიქია მიწა
მიწის სტიქიის მფარველობაში მყოფი ადამიანი საიმედოა, მაგრამ ამასთან ამაყი და საკუთარი თავის მოყვარული. ყველაფერში გულმოდგინეა და შანსის იმედად არ არის. ყველაფრის გაკონტროლება სურს, მხედველობიდან არაფერი რჩება. უგუნური ქცევა არ ახასიათებს.
ყველაფერს გონივრულად უდგება და ცდილობს, პრობლემებს საღი გონებით შეხედოს. მიწის ადამიანებს ყველაფერში წესრიგი და დისციპლინა უყვარს. ყველაფერი გრაფიკის მიხედვით გაწერილი აქვს. გაურკვევლობა არ აშინებს.