Connect with us

ჯანმრთელობა

ვისთვის და რატომ არის სასარგებლო მარილიანი წინდებით სიარული

ჩემი მეგობრის სამსახური მუდმივად ქალაქში გადაადგილებას უკავშირდება. თუ ამინდი საშუალებას აძლევს, ფეხით დადის. ამბობს, რომ ასე კარდიოვარჯიშებს რეგულარულად ასრულებს და ჰაერიც სუფთაა. ერთხელ გავოცდი, თუ როგორ არ ტკივა ფეხები ასეთი დატვირთვით. მან მითხრა, რომ ძილის წინ წინდებში მარილს ყრის. ამ წუთიდან კი უფრო დეტალურად მოყოლა ვთხოვე.

აღმოჩნდა, რომ მეთოდი ფეხის დაღლილობას და დაძაბულობას ეფექტურად აქრობს. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა ტერფების მასაჟი, რომელიც მთელი დღე წინდებსა და მჭიდრო ფეხსაცმელში იტანჯებოდა. თავად ვცადე, თუმცა ბევრს არ დავდივარ. შედეგს იმწამსვე იგრძნობთ! Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ ჩაყაროთ მარილი წინდებში სწორად.

როგორ და რატომ უნდა ჩაყაროთ მარილი წინდებში

დაგჭირდებათ:

  • მსხვილი ზღვის მარილი
  • ეთერზეთი
  • წინდები

გამოყენების მეთოდი:

  1. წინდებში მარილი ჩაყარეთ და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ.
  2. წინდები ისე ჩაიცვით, რომ მარილი ტერფებთან აღმოჩნდეს.
  3. ძილის წინ ასეთი წინდებით 10 წუთით იარეთ.

ბევრს სმენია, რომ ქვიშაზე, კენჭებზე, ქვებზე, ბალახზე ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა, განსაკუთრებით ნერვიული ადამიანებისთვის. აღმოსავლეთში ასეთ საქმიანობას ბევრი დაავადების, მათ შორის ქრონიკული ავადმყოფობის პანაცეად მიიჩნევენ. ნამდვილად, ფეხის ბუნებრივი მასაჟი რეცეპტორებს სტიმულირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ვინც ქალაქში ცხოვრობს, ლამინატის და ფილების გარდა ფეხშიშველა სიარულის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. სავარაუდოდ, ფეხსაცმელს იშვიათად ბუნებაში ან ზღვაზე გასვლისას იშორებთ. აი, მარილიანი წინდები ყოველდღე, სახლის პირობებში ფეხის დამასაჟებაში დაგეხმარებათ.

მარილში ეთერზეთის დამატება აუცილებელი არაა. და მაინც, გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ეთერზეთს სხვადასხვა ეფექტი აქვს. თავად აირჩიეთ, თუ რომელი უფრო გჭირდებათ: მატონიზირებელი თუ დამამშვიდებელი ეთერზეთი.

ასეთი მეთოდი დაუყონებლივ ეფექტს იძლევა. უკვე პირველივე საღამოს შეამჩნევთ, თუ როგორ შეწყდება ფეხების ზუზუნი მძიმე დღის შემდეგ. ამასთან, ტერფები უფრო დაისვენებს. შეგიძლიათ დამატებითი დრო არ დახარჯოთ. მარილი წინდებში ჩაყარეთ და საღამოს საქმეები დაასრულეთ. სანამ კბილებს იხეხავთ, იბანთ და ძილისთვის ემზადებით, დრო გავა და წინდების მოშორებას შეძლებთ.