Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმები მშობლებს, ბავშვის მოცვლილი კბილის შენახვას ურჩევენ და აი რატომ…

კბილების დაკარგვა – ეს ბავშვის ზრდის ბუნებრივი მეთოდია, რომელსაც მისი გადარჩენაც შეუძლია. მშობელთა უმეტესობამ იცის ჭიპლარის სისხლის ბანკში შენახვის კონცეფცია, რომელშიც ღეროვანი უჯრედები ინახება. თუ ეს არ გაგიკეთებიათ, თქვენ ისევ გაქვთ შანსი ბავშვის ღეროვან უჯრედებთან წვდომის მისაღებად.

რატომ მაინც და მაინც კბილი?

2003 წელს, ექიმი Songtao Shi-ს კვლევის თანახმად, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ინსტიტუტში აღმოაჩინეს, რომ სარძევე კბილები 2 ათეულამდე ღირებულ ღეროვან უჯრედს შეიცავენ, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად გამოიყენოთ.

მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ ღეროვანი უჯრედები შეიძლება თავის ტვნიში, კუჭქვეშა ჯირკვალში, გულში და სხვა ორგანოებშიც გამოიყენოთ სხვადასხვა დაავადების მიერ გამოწვეულ დაზიანებათა აღმოსაფხვრელად. შიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩნეს, რომ ღეროვანი უჯრედების ერთი ტიპი მოზრდილ კბილებში ცხოვრობს. ხოლო შემდგომმა კვლევებმა კი დაადასტურეს, რომ 7-8 წლის ბავშვების კბილები სრულიად სხვა ტიპის ღეროვან უჯრედებს შეიცავს.

როგორ მუშაობს ეს?!

ღეროვანი უჯრედები კბილის პულპაში არიან, ის კბილის შიგნით არის განთავსებული. მათი რეგენერაცია ნეირონებში, ძვლებში, ხრტილებში და გულის უჯრედებში ხდება. ამ კონცეპციამ წარმატება 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტისას მოიტანა, რადგან ღეროვანი უჯრედების დიფერენცირება კუჩქვეშა ჯირკვალში შეიძლება, სადაც ის ინსულინს გამოიმუშავებს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უჯრედები ცოცხლები უნდა იყვნენ, სარგებელს ისინი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგიტანენ. პულპას სისხლის საკმარისი მარაგი მხოლოდ 48 საათისთვის აქვს, ოდნავ მეტი დრო და უჯრედები დაიღუპებიან.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებს კბილებს დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ უნარჩუნებენ. გარდა ამისა, სტომატოლოგებს აუცილებელი აღჭურვილობა და სტერილური საშუალებებიც აქვთ კბილების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის. ზოგიერთი კომპანიას კბილების სახლში შესანახი კონტეინერები და სითხეებიც აქვს.

სიცოცხლის პატარა მფარველები

იმ დროს როცა ბავშვები მოუთმენლად ელიან ფულად სიურპრიზს კბილის ფერიასგან, მშობლებმა ახლა უკვე იციან, რამდენად ძვირფასია მათი პატარების სარძევე კბილები. ისინი 1 დოლარზე გაცილებით ძვირი ღირან და მართლა შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა.