ჯანმრთელობა
ეს შუშხუნა სასმელი ცხიმს ბოლომდე გამოაშრობს. დღეში 1 ჭიქა სავსებით საკმარისი იქნება
ეძებთ გახდომის მარტივ მეთოდს საშინაო პირობებში? ესე იგი იქ მოხვდით, სადაც საჭიროა. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სასმლის რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ არა მხოლოდ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისგან, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებისგანაც.
სწრაფი გახდომა საშინაო პირობებში
საკვები სოდისა და ლიმონის სასმელი გასახდომად ყველაზე მარტივ, იაფფასიან და ეფექტურ საშუალებად ითვლება. ეს პროდუქტი ცალ-ცალკეც სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. დასაწყისისთვის, ვისაუბროთ სოდაზე. თანამედროვე ადამიანის ორგანიზმი ხშირად განიცდის ტუტოვან დეფიციტს უჯრედთაშორისი დამჟავების გამო. როგორც კი pH დონე იცვლება, ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს და უძილობით იტანჯება.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გათანაბრების საუკეთესო საშუალება ჩვეულებრივი საკვები სოდაა. მისი მოხმარება დადებითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაარეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და დაგეხმარებათ გახდომაში.
სასმლის მეორე კომპონენტია ლიმონი. სუფთა ლიმონის წვენის მოხმარება აჩქარებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. ლიმონის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, რომლის წყალობითაც ასტიმულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას, გამორეცხავს ტოქსინებსა და უჯრედების დამჟავების პროდუქტს. ლიმონი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გვხმარება საკვებიდან სასარგებლო ელემენტების ათვისებაში.
ახლა, როცა უკვე ვიცით ინგრედიენტების სარგებლიანობის შესახებ, დროა სასმლის მომზადებაც ვისწავლოთ.
ინგრედიენტები
- 300 მლ წყალი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 1/2 ჩ.კ. საკვები სოდა
მომზადება
1. სასმელი უშუალოდ მოხმარებამდე უნდა მოამზადოთ. ასე მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ. დაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ სოდის ნაწილი და დაასხით წყალი.
2. როცა მასა შუშხუნს შეწყვეტს, დაუმატეთ დარჩენილი სოდაც და დაასხით დარჩენილი წყალი. სასმელი მზადაა. მიირთვით მცირე ყლუპებად, რათა კარგად აითვისოთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ ყინული ან პიტნა.
სასმელი მიირთვით დილაობით, საკვების მიღებამდე. ზომიერი მოხმარების შემთხვევაში, იგი გახდომის კარგ საშუალებად იქცევა, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და უბრალოდ გაგამხნევეთ ცხელ ამინდში. ამასთან, სასმელი აქვეითებს შიმშილის შეგრძნებასაც.
ნუ გადაამეტებთ ამ სასმლის მიღებას, რადგან ასე პირის ღრუსა და საყლაპავს გაიღიზიანებთ, გამოიწვევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამწვავებასა და არტერიული წნევის მომატებას. ერთი ჭიქა სასმელი დღეში სავსებით საკმარისია.