Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ფხვნილი 90% კალციუმისგან შედგება! აი, როგორ უნდა მიიღოთ ძვლების და სახსრების გასაძლიერებლად და წნევის დასარეგულირებლად

კვერცხის ნაჭუჭი 90%–ით მაღალი ხარისხის კალციუმისგან, ასევე ფოსფორის, კალიუმის, რკინის, მაგნიუმის, კრემნიუმის ნაერთებისგან შედგება. კვერცხის ნაჭუჭიდან მიღებულ კალციუმს ორგანიზმი ადვილად ითვისებს – ბევრად უკეთ, ვიდრე სპეციალური პრეპარატებიდან!

კვერცხის ნაჭუჭის სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძალიან ბევრ სამკურნალო რეცეპტში კალციუმით მდიდარი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი შედიოდა.

აშშ–ს, კანადის და უნგრეთის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნაჭუჭი ძალიან ჰგავს ადამიანის ძვალს და კბილს. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილის რეგულარული მიღება დაგეხმარებათ ოსტეოპოროზი თავიდან აიცილოთ და კალციუმის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები დაივიწყოთ.

როგორც ცნობილია, კალციუმი ორგანიზმში ძვლის ტვინის ახალი უჯრედების წარმოებას ხელს უწყობს – აი, რას ნიშნავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილის სარგებელი

  • არტერიული წნევის დარეგულირება
  • სახიფათო ქოლესტერინის დონის შემცირება
  • გულძმარვის სწრაფად განკურნება
  • რაქიტის და ანემიის პროფილაქტიკა ბავშვებში – ყველაფერი კვერცხის ნაჭუჭში შემავალი რკინის დახმარებით.
  • ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნა
  • ალერგიის მკურნალობა
  • ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება და ჭარბი წონის ბუნებრივად მოშორება
  • თმის და ფრჩხილების სილამაზე
  • აკნეს მკურნალობა – ნაჭუჭი შეიცავს თუთიას, რომელიც კანზე დადებით გავლენას ახდეს.
  • შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მკურნალობა

მომზადება:

  1. ახალი უმი კვერცხის ნაჭუჭი. შემადგენლობა გადაასხით, ხოლო ნაჭუჭი გარეცხეთ და 5 წუთით აადუღეთ.
  2. შემდეგ ნაჭუჭი გააშრეთ – 5-6 საათში მზად იქნება.
  3. ნაჭუჭის შიგნით თხელი გარსი მოაშორეთ, შემდეგ ფხვნილი მოამზადეთ. სანაყში კარგად დაფქვით.
  4. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი მშრალ, ბნელ ადგილას, კარგად თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ.

შეგიძლიათ მოხარშული კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენოთ, მაგრამ ითვლება, რომ ის ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე უმი კვერცხის ნაჭუჭი. მნიშვნელობა არ აქვს კვერცხის ფერი ყავისფერი თუ თეთრი იქნება.

ფხვნილისთვის ქათმის და მწყრის კვერცხები გამოიყენეთ, ბატის და იხვის კვერცხები რეკომენდებული არაა – ასეთი კვერცხის ნაჭუჭზე ხშირად სალმონელოზის და სხვა ინფექციების გამომწვევი პათოგენებია.

რეკომენდებულია ბავშვებს ერთი წლის შემდეგ მწიკვი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი მისცეთ ზრდის გასაუმჯობესებლად და კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. თანდათანობით სამკურნალო საშუალების დოზა გაზარდეთ. 7 წლისას ბავშვს შეგიძლიათ დღეში 0,5 ჩ/კ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი მისცეთ.

ბავშვებს 14 წლიდან და უფროსებს დღეში 1-2 ჩ/კ ფხვნილი მიეცით, რომ კალციუმის დღიური დოზა მიიღოთ. ძალიან სასარგებლოა ლიმონის წვენის და კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილის ნარევი – ეს საშუალება დიათეზის და ალერგიის ნიშნების დროს მიიღება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.

კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების თავიდან აცილება, გასტრიტის განკურნება და სისხლის გაწმენდა შეუძლია!

ამ წარმოუდგენელი საშუალების შესახებ მეგობრებს გაუზიარეთ. კვერცხის ნაჭუჭი სჯობს არ გადაყაროთ.