სხვა
დალაი-ლამა: სამყაროს ქალები უნდა მართავდნენ და მომავალში ასეც იქნება
Lion’s Roar-ის ივლისის გამოშვებაში, 2019 წელს, ხუთმა ადამიანმა გაგვიზიარა თავისი განწყობა დალაი-ლამასთან შეხვედრის შემდეგ. აი ასე აღწერს თავის შეხვედრას კანადელი მწერალი და ბლოგერი დანიელა ლაპორტე:
“როდესაც 30 წლის ვიყავი, გამიჩნდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ერთხელ ჩემმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ დალაი-ლამასთან შეხვედრას აწყობს და ინდოეთში მივფრინავთ, ზუსტად რამდენიმე წუთში გავემზადე! დჰარამსალაში (ქალაქი ინდოეთში) ხუთნი ვიყავით და მას ისე ველოდით როგორც ფანები დიდ შოუს. მისი უწმინდესობა გულანთებული და გაბრწყინებული შემოვიდა და თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა, ბოდიში მოგვიხადა ლოდინისთვის. ბევრი ვისაუბრეთ ყველაფერზე, სამხედრო მოქმდებებზე და პოლიტიკაზეც. ძალიან ბევრი ვიცინეთ.
საუბრისას ის მომიბრუნდა და გამჭოლი მზერით შემომხედა, წარბები აწია და მკითხა:
“თქვენ გაქვთ შეკითხვა?!”
” მე კი ვკითხე: ჩემი თაობა გზაჯვარედინზე დგას, რას ეტყოდით მას?” დალაი-ლამამ მიპასუხა: “თქვენთან დასავლეთში განათლება ფასობს, ეს კარგია! თქვენ გაქვთ ტექნოლოგიები, ესეც კარგია! მაგრამ თქვენ ხალხს გულის ფასეულობებს არ ასწავლით, არ ასწავლით თანაგრძნობას, ყურადღება დაუთმეთ ამას! არ აქვს მნიშვნელობა ბუდისტი ხართ თუ ქრისტიანი, თანაგრძნობა გულში ცხოვრობს, რელიგიისგან დამოუკიდებლად. მე ბუდისტი ვარ, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ბუდიზმი არ გჭირდებათ, ყველაფერი რაც თქვენთვის არის საჭირო, არის – თანაგრძნობა! ქალებს ესმით ეს, იმიტომ, რომ გაცილებით მგრძნობიარეები არიან სხვისი ტკივილის მიმართ. თქვენ სათავეში მამაკაცებს აყენებთ და ისინი ომობენ. დააყენეთ ქალები და ისინი დაამყარებენ მშვიდობას. ქალი – მომავლის ლიდერია!”
შემდეგ კი გაიცინა, ჩვენი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა. დალაი-ლამა კართან მივიდა და შემდეგ ნაზად გადაგვეხვია თითოეულ ჩვენგანს, თითქოს მისი ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. არასდროს მიგრძვნია თავი ასე ფასეულად და მნიშვნელოვნად!