Connect with us

საკითხავი

დალაი ლამას დღეგრძელობის და მხნეობის 5 საიდუმლო

ძალიან მალე, 6 ივლისს, მთავარი ტიბეტელი ბერი დალაი ლამა XIV (ტენზინ გიაცო) თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. წელს 86 წელი შეუსრულდება. მისი მიზანია 110 წლამდე ცხოვრება. აღმოსავლეთის მაცხოვრებლებს დიდხანს ცხოვრებით ვერ გააკვირვებთ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასე დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

დალაი ლამა თავისი დღეგრძელობის საიდუმლოებებს გვიზიარებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნება. ეს ორი ერთმანეთთან უწყვეტ კავშირშია და ცალ–ცალკე ვერ არსებობს. ნახეთ, როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, რომ დიდხანს იცხოვროთ.

ძილის გრაფიკი

არასწორი ძილის რეჟიმი ცუდი განწყობის და ჯანმრთელობის გაუარესების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია. რამდენი რამ უნდა მოასწროთ: კიდეც უნდა იმუშაოთ, ფილმსაც უყუროთ, წიგნიც წაიკითხოთ და სოციალური ქსელებიც შეამოწმოთ. შედეგად, გვიან ღამით ვიძინებთ, დილით კი საკუთარ თავს ვპირდებით, რომ ასე აღარ მოვიქცევით. და მაინც, დღის ქაოსში ვიკარგებით. მილიონობით წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის გარეშე ადამიანი მზის ჩასვლაზე დაძინებას და ამოსვლაზე გაღვიძებას მიეჩვია. სხვა ყველაფერი ორგანიზმის ბიორიტმს არღვევს. სწორი და მუდმივი რეჟიმისკენ ისწრაფოდეთ.

მედიტაცია

ნუ აღიქვამთ მედიტაციას, როგორც უბრალოდ ადამიანისთვის რაღაც რთულს და მიუღწეველს. ეს სხეულის და გონების მოდუნებაა, ზედმეტი ფიქრების, ხმაურის მოშორება, რომლებიც დღის განმავლობაში თავში გროვდება. ასე დასვენებას, ენერგიის მიღებას და საკუთარი თავის შეცნობას შეძლებთ. ყოველდღე 5-10 წუთი მედიტაცია საკმარისია, რომ შედეგი იგრძნოთ.

აქტიურობა

იყო აქტიური არ ნიშნავს, რომ სავარჯიშო დარბაზში მინიმუმ კვირაში 3–ჯერ გაოფლიანდეთ. ჩვეულებრივი ჩქარი სიარულიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სიარული დახრებით ან სწრაფი სიარული კუნთებს ააძლიერებს და კალორიებს წვავს. დაფიქრდით ველოსიპედით ან როლიკებით სეირნობაზე. იოგა – კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდია ორგანიზმის მხარდასაჭერად.

მცენარეული დიეტა

ბევრი დღეგრძელი ადამიანი ვეგეტარიანელია. ხორცზე უარის თქმა ნაწლავების და გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. მაშინაც კი, თუ მზად არ ხართ ხორცის პროდუქტები სრულად ამოიღოთ, ყოველდღიურ რაციონში მათი წილი მაინც შეამცირეთ. გაოცდებით, როცა მცენარეული პროდუქტებით ნოყიერი ვახშმობის შემდეგ სიმსუბუქეს იგრძნობთ.

თანაგრძნობა

„თანაგრძნობა გულს აღებს. შიში, ბრაზი, სიძულვილი გონებას ავიწროებს“ – თქვა დალაი ლამამ თავის 80 წლის იუბილეზე. ნამდვილად, დადებითი ემოციები გვაბედნიერებს და ყოველდღიურ უსიამოვნებებთან და სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება. მაშინ, როცა ნეგატიური განწყობა ჩვენს ცხოვრებაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. აი, თანაგრძნობა შესანიშნავი მეთოდია, რომ ხალხთან და გარემოსთან კავშირი იგრძნოთ.

როგორც ჩანს, რთული და შეუსრულებელი არაფერია. მაშინ რატომ არ გვინდა ასე დაჟინებით ცხოვრების შეცვლა? ცვლილებები ხვალისთვის, ორშაბათისთვის, შემდეგი თვისა თუ წლისთვის არ გადადოთ. ახლა დაიწყეთ და ხვალ შედეგით ისიამოვნეთ!