Connect with us

ჯანმრთელობა

დაგავიწყებთ ხმაურის განცდას თავში, დაგირეგულირებთ წნევას, გააჯანსაღებს შარდსასქესო სისტემასა და თირკმელებს

ხმაური თავში – საკმაოდ გავრცელებული უსიამოვნო სიგნალია. ამ სიმპტომის უგულებელყოფა დაუშვებელია. იგი შეიძლება სკლეროზის დასაწყისზე, სისხლძარღვებისა და ტვინის დაავადებებზე მიუთითებდეს. ხმაური თავში ჩნდება მაღალ წნევასთან ერთად.

დროთა განმავლობაში ჩვენი სისხლძარღვები ბინძურდება და კარგავს მოქნილობას. ეს დამღუპველი მდგომარეობა ვნებს ორგანიზმს, რადგანაც სისხლი სწორედ სისხლძარღვების გავლით მიაწოდებს ყველა ორგანოს საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. აქედან ჩნდება მაღალი წნევა და ხმაური თავში. ადამიანს, შესაძლოა, მხედველობაც გაუუარესდეს.

აფთიაქის პრეპარატები წნევას არეგულირებს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზისგან ვერ გვათავისუფლებს. ამასთან, აბებს გვერდითი მოვლენებიც აქვს.

როგორ დავუბრუნოთ სისხლძარღვებს ელასტიურობა?

შეიძლება სისხლძარღვების გაწმენდა და მათი მოქნილობის გაზრდა აფთიაქის პრეპარატების გარეშე. ამაში შესანიშნავად დაგეხმარებათ წიწმატურა.

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. წიწმატურას ფოთლები
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. დაასხით ფოთლებს ცივი წყალი საღამოს.
  2. გაწურეთ სითხე დილით.
  3. მიირთვით 2 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აი, ასე შეიძლება თავიდან ხმაურის მოშორება სხვა საშუალებებით:

  1. აიღეთ 1 ს.კ. მწვანე ლობიოს გამომშრალი და დაქუცმაცებული პარკები, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 30 წუთით. გაწურეთ და მიირთვით 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ ორ დღეში ერთხელ შეისვენეთ 1 დღით. მკურნალობის კურსი ორკვირიანია.
  2. შეურიეთ 2 ს.კ. ხახვის ქერქი, ამდენივე ასკილი და 5 ს.კ. ორკბილა. დაასხით ამ მიქსს 0.5 ლ წყალი, ადუღეთ და ხარშეთ 3 წუთით. გამორთეთ ცეცხლი, გააჩერეთ ბნელ ადგილას 3 საათით. მიღებული საშუალება გაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.