Connect with us

საკითხავი

დაბურძგლული კანი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიგნალს იძლევა

მეცნიერებმა ბედნიერების გრძნობასა და დაბურძგლულ კანს შორის ფიზიოლოგიური კავშირი გამოავლინეს.

მკვლევარების ამოცანა იყო, გაეგოთ, თუ რა განსხვავებაა მათ შორის, ვისთვისაც ეს მდგომარეობა ნაცნობია (მაგალითად, საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს) და ვინც ამას ჩვეულებრივ არ განიცდის. პროექტი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალის პერიოდში განხორციელდა. ცოცხალის მუსიკის შესრულების დროს მეცნიერებმა მსმენელების ფიზიოლოგიური რეაქციის სხვაობის დაფიქსირება სცადეს.

როგორც აღმოჩნდა, მსმენელებს, რომელთაც საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს კანი ებურძგლებათ, ჩვეულებრივ უფრო კარგი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე იმ მსმენელებს, რომელთაც კანი არ ებურძგლებათ. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა, რომ დაბურძგლული კანის მქონე მსმენელები საშუალოდ უფრო მეტად ბედნიერები იყვნენ.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარზე მეტს (55%) კანი დაებურძგლათ. ასევე საინტერესოა, რომ ეს ეფექტი უფრო ქალებს ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მუსიკის მოსმენის დროს ქალი კაცთან შედარებით უფრო ემოციურია. ზოგადად, ადამიანები, რომელთაც კანი დაებურძგლათ, ურთიერთობაში უფრო სასიამოვნო და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მეცნიერებმა განაცხადეს.

რობინ მერფის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის აზრით, მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამტკიცებს, რომ კანის დაბურძგვლა შეიძლება ბედნიერების მნიშვნელოვანია მაჩვენებელი იყო.