Connect with us

ჯანმრთელობა

გირჩევთ შეძენამდე შეამოწმოთ: რატომ უნდა წაიკითხოთ მარილის შემადგენლობა

საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგიას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. ამბობენ, რომ ადრე ჰაერი უფრო სუფთა იყო, ხალხი კეთილი, ხოლო მაღაზიაში პროდუქტები უფრო ნატურალური. ადამიანი ხომ რაიმე მიზეზს ყოველთვის იპოვის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში მეზობელს შევხვდი. წარმოგიდგენიათ, მარილის შემადგენლობაზე დაიჩივლა?!

რა თქმა უნდა, თანამედროვე საწარმოების მიერ წარმოებულ ზოგიერთ პროდუქტს სანიმუშოს ვერ ვუწოდებთ. ზოგჯერ რთულია მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის ხარისხში დარწმუნებული იყოთ. ადრე ვერ ვიფიქრებდი, რომ ზურგში დანას დარტყმას მარილის მწარმოებლებისგან უნდა ველოდო, თუმცა მარილის შემადგენლობამ დამაეჭვა.

როგორი უნდა იყოს მარილი

ვისაც ეს პროდუქტი სადღაც 15-20 წლის წინ (საბჭოურზე აღარ ვამბობ) ახსოვს, განსხვავებას იგრძნობს. თანამედროვე მარილისგან განსხვავებით ადრე მარილს ნაცრისფერი შეფერილობა ჰქონდა. მსხვილი კრისტალები ერთ დიდ ქვად იქცეოდა და დასაქუცმაცებლად დაფშვნა სჭირდებოდა.

ახლა სუპერმარკეტებში შეგიძლიათ იდეალური ფერის და კონსისტენციის მარილი იპოვოთ. ის თოვლივით თეთრი და ფხვიერია, როგორც დეკორატიული ქვიშა. რამდენად უსაფრთხოა ასეთი პროდუქტი კერძებში? გემოთი არ განსხვავდება, მაგრამ ქიმიური შემადგენლობა?

წარმოებული მარილის ზოგიერთ შეფუთვაზე ნატრიუმის ქლორიდის (იგივე მარილი) გარდა მითითებულია საკვები დანამატები E535 და E536. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა არის ეს საკვები დანამატები და რატომ უმატებენ მარილს.

  • E535 – ნატრიუმის ფეროციანიდი, რომელიც სტაბილიზატორების ჯგუფს მიეკუთვნება. მას მარილს უმატებენ, რომ გოროხები არ შეიკრას და ქათქათა თეთრი იყოს. E535 შეიცავს ციანიდის ნაერთებს, რის გამოც დიდი რაოდენობით მიღება ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველ გავლენას ახდენს.
  • E536 – კალიუმის ფეროციანიდი, ასევე სტაბილიზატორი. მას მარილის ფხვიერობისთვის იყენებენ. E536 შეიცავს ციანიდებს, რომლის მასიური ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ის კანის პრობლემებს, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ლიმფური კვანძების მუშაობის დარღვევას იწვევს.

მარილი ამ საკვებ დანამატებს მცირე პროცენტით შეიცავს, რის გამოც მათი ზემოქმედება მხოლოდ დროთა განმავლობაში იგრძნობა. ამასთან, E535 და E536 ნებადართულია და აქტიურად გამოიყენება როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპულ საკვების წარმოებაში.

უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნატრიუმის და კალიუმის ფეროციანიდები კუჭის კუდლებში არ შეიწოვება, არამედ უცვლელი სახით უსაფრთხოდ გამოდის. პირადად, საკუთარ თავზე ამის გამოცდა არ მსურს. სწორედ ამიტომ, ახლა მაქსიმალურად „სუფთა“ შემადგენლობის მარილს ვირჩევ.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე პირობებში არა მხოლოდ ძეხვის და ტკბილეულის, არამედ წყლის და მარილის შემადგენლობა აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. საკვები დანამატები და კონსერვანტები ყველაზე მარტივ საკვებ პროდუქტებშიც გვხდება. იცოდით, რომ მარილის შემადგენლობაში მხოლოდ მარილი არ შედის? რამდენად ხშირად კითხულობთ პროდუქტების შემადგენლობას შეფუთვაზე?