Connect with us

სხვა

რა ეფექტი აქვს მარილს, თუ ტანსაცმელს ამით გარეცხავთ: 2 ჩ/კ მარილი კონდიციონერის ნაცვლად

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთი მომხმარებლის გამოცდილებას, რომელსაც პედიატრმა სარეცხ მანქანაში კონდიციონერის ნაცვლად მარილის გამოყენება ურჩია.

„ჩემს პატარა შვილს მთელ ზურგზე გამოყარა. თავიდან ვიფიქრეთ, საკვებ პროდუქტებზე ალერგია ჰქონდა და მისი რაციონიდან ალერგენები გამოვრიცხეთ. ამის მიუხედავად, გამონაყარი არ შემცირებულა. მაშინ პედიატრს მივმართეთ და მან ტანსაცმლის მარილით გარეცხვა გვირჩია.

მისი თქმით, ჩვენს შვილს სარეცხ ფხვნილზე ალერგია ჰქონდა. ამის მიუხედავად, ექიმს სარეცხი ფხვნილის გამოყენება არ აუკრძალავს, უბრალოდ გვირჩია, რომ რეცხვის დროს კონდიციონერის ნაცვლად მარილი გამოგვეყენებინა. ასეც მოვიქეცით.

მარილი რეცხვის დროს

ბავშვის ტანსაცმელს ყოველთვის ცალკე ვრეცხავ. სარეცხი მანქანის დოლურას ტანსაცმლით ვავსებ, შემდეგ სარეცხ ფხვნილს და ბოლოს სავლებ განყოფილებაში 2 ჩ/კ მარილს ვყრი.

თუ გარეცხილ ნივთებზე სასიამოვნო არომატი ჩემსავით გაკლიათ, პრობლემას მარტივად გადაჭრით. უბრალოდ მარილს რამდენიმე წვეთი თქვენთვის საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ.”

რატომ უნდა დაამატოთ მარილი რეცხვის დროს

სარეცხი მანქანა ტანსაცმლის ქსოვილიდან სარეცხი ფხვნილის ნარჩენებს სრულად ვერ რეცხავს. ეს კი ალერგიულ ადამიანებში ქავილს და გამონაყარს იწვევს. ტანსაცმლის ხარისხიანად გასავლებად რეცხვის დროს მარილი გამოიყენეთ. ასე ტანსაცმელს სარეცხ ფხვნილს სრულად მოაშორებთ.

დამატებითი ბონუსის სახით ნივთები უფრო დარბილდება და ფერიც გამოხატული გახდება. გამოდის, კიდევ ერთხელ იაფი საშუალება ძვირადღირებულ სპეციალურ საშუალებებზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

გამოიყენეთ საკვები მარილი, საშუალო ან წვრილი, რომ წყალში კარგად გაიხსნას. სურვილის შემთხვევაში, მშრალი მარილის ნაცვლად მარილის ხსნარი გამოიყენეთ, კვლავ სავლებ უჯრაში ჩაასხით. ასეთი ხრიკი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების ტანსაცმლის რეცხვისას გამოიყენეთ.