Connect with us

ჯანმრთელობა

გამაახალგაზრდავებელი ტიბეტური მეთოდიკა “აღორძინების თვალი”. 5 მსუბუქი ტანვარჯიში, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა

ტიბეტელი მონაზვნების ახალგაზრდული იერისა და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომელიც ათასობით წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 5 მარტივი სავარჯიშოს შესრულებით, რომლებსაც “ტიბეტურ მარგალიტებს” უწოდებენ, თქვენ მიიღებთ შესაშურ შედეგს: გათავისუფლდებით დაავადებებისგან, გაახალგაზრდავდებით, აღდგება მხედველობის ნაწილი, სმენა, დარეგულირდება წონა, მოგემატებათ ამტანობა და შრომისუნარიანობა, მუდმივად იქნებით ფხიზლად და კარგ განწყობაზე.

ჩვენმა რედაქციამ გამოსცადა ეს მეთოდიკა საკუთარ თავზე და საბოლოოდ დავრწმუნდით: ტიბეტური “აღორძინების თვალი” ნამდვილად მცირე დროს მოითხოვს, მისი რეგულარული შესრულებით სხეული სასიცოცხლო ენერგიით, კუნთები კი ძალით ივსება, ხოლო აზრები პოზიტიურად გარდაიქმნება.

ტიბეტური მარგალიტები

1. პირველი სავარჯიშო საათის ისრის მიმართულებით ტრიალია. წამოწიეთ ხელები მხრების გასწვრივ, ხელის გულებით ქვემოთ. დაიწყეთ ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით მთელი ძალით, სანამ თავბრუსხვევას არ იგრძნობთ.

ეცადეთ, ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოთ. ჯერ გააკეთეთ 3 წრე, თანდათან კი ადით 21-მდე. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გაჩერდით, დაიდეთ ხელები მკერდზე და დაელოდეთ, სანამ თავბრუსხვევა ბოლომდე არ გაქრება.

2. დაწექით ზურგზე, ხელები ტორსის გასწვრივ. მაქსიმალურად ამოისუნთქეთ. თანაბრად და ღრმად ჩასუნთქვასთან ერთდ, წამოწიეთ ორივე ფეხი ზემოთ, 90°-ით, თავი მკერდისკენ წაიღეთ. ეცადეთ, არ მოაშოროთ თეძოები იატაკს და არ მოხაროთ მუხლები. ტალღოვან ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

დაიწყეთ 3 აუჩქარებელი გამეორებით, თანდათან კი რაოდენობა აიყვანეთ მაქსიმუმ 21-მდე. ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გასწორდით წელში და შეისვენეთ 30-60 წამით.

3. დადექით მუხლებზე, ფეხები დაალაგეთ ერთმანეთის პარალელურად, ფეხის თითებით დაეყრდენით იატაკს, ხელები დაილაგეთ დუნდულებზე. ამოსუნთქვისას დახარეთ თავი მკერდისკენ, შესუნთქვისას – გადაწიეთ თავი უკან, ოდნავ გადაიხარეთ და გამოწიეთ მკერდი. ამოსუნთქვისას ისევ დააბრუნეთ თავი მკერდთან, გაიმეორეთ 3-21-ჯერ. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ აღადგინეთ სუნთქვა და დაისვენეთ 30-60 წამით.

4. დაჯექით ხალიჩაზე, ხელის გულები დაალაგეთ იატაკზე, თითებით წინ. ფეხები სწორად, ტერფები მხრების სიგანეზე უნდა გელაგოთ, თავი – მკერდისკენ დახრილი. შესუნთქვისას დაეყრდენით ტერფებსა და ხელის გულებს, წამოწიეთ თეძოები და თავი გადაწიეთ უკან.

გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, დაჭიმეთ ყველა კუნთი. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. დაიწყეთ 3 მისვლით, თანდათან აიყვანეთ 21 გამეორებამდე. მეოთხე სავარჯიშოს შემდეგ დაისვენეთ 30-60 წამით.

5. ბოლო მარგალიტია “ძაღლი სახით ზემოთ”. დაწექით მუცელზე, მოიხარეთ, ხელის გულები და ტერფები მხრებთან შედარებით ოდნავ უფრო განზე გაწიეთ. მუხლები და მენჯები არ უნდა ეხებოდეს იატაკს. გადაწიეთ თავი უკან და ამოისუნთქეთ. შესუნთქვისას წამოწიეთ მენჯები და გადადით ძაღლის პოზაში, სახით იატაკისკენ. ნიკაპი მიწიეთ მკერდისკენ, ფეხები მაქსიმალურად გაშალეთ, ამასთან, სხეული მახვილ კუთხეს უნდა ჰგავდეს.

ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის პოზას, არ დაგავიწყდეთ სწორი სუნთქვა! არ შეგეშინდეთ, თანდათან ისწვალით სწორად სუნთქვას: შესუნთქვისას სხეულის პოზა უნდა შეცვალოთ, ამოსუნთქვისას კი საწყის პოზას დაუბრუნდეთ. გაიმეორეთ 3-12ჯერ.

ზოგადი წესები

  • მთავარი წესი რეგულარულობაა! შეასრულეთ სავარჯიშოების კომპლექსი დღეში ერთხელ, ეცადეთ, არ გამოტოვოთ. თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა გსურთ, გაზარდეთ მისვლების რაოდენობა: პირველ კვირას თითოეული სავარჯიშო 3 გამეორებით, მეორე კვირას – 5, მესამე – 7 ისე, რომ 21 გამეორებამდე მეათე კვირას მიაღწიოთ.
  • საუკეთესო დრო სავარჯიშოების შესასრულებლად არის დილით, უზმოზე.
    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა შედეგის სწრაფად მისაღწევად არის სწორი, თანაბარი და ღრმა სუნთქვა ცხვირით.
  • თუ რომელიმე სავარჯიშოს შესრულება გიჭირთ, ნუ დაიტვირთავთ თავს. უმჯობესია, ერთხელ გააკეთოთ, მაგრამ ხარისხიანად.
  • ყოველი სავარჯიშოს შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ დასვენება, მოდუნება და სუნთქვის აღდგენა.

არსებობს უამრავი აღმოსავლური სავარჯიშო და სავარჯიშოთა კომპლექსი, თუმცა მათგან ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველაზე ეფექტურია. 5 ტიბეტური მარგალიტი სასიცოცხლო ძალას განიჭებთ, მოჰყავს კუნთები ტონუსში. არეგულირებს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებას, მთავარი კი ისაა, რომ კვებავს გონებასა და სულს. აუცილებლად დაიწყეთ ამ სავარჯიშოს შესრულება დღესვე და იგრძენით, როგორ იცვლებით როგორც გარეგნულად, ისე სულიერადაც.