Connect with us

ჯანმრთელობა

გაიწმინდეთ სისხლძარღვები გემრიელად. დაემშვიდობეთ მედიკამენტებს

ექიმები ირწმუნებიან, რომ დღეს ბევრი ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო იღუპება. მაშინ რატომ არავინ ავრცელებს სისხლძარღვების გაწმენდის და გულის ვარჯიშის მარტივ მეთოდებს? ყველასთვის ცნობილია, რომ დაავადების პროფილაქტიკა უფრო მარტივია, ვიდრე მიშვებული ორგანიზმის მკურნალობა.

სწორი კვების შესახებ ჩვენი რჩევები გამოიყენეთ და ჯანმრთელად იყავით!

რამდენიმე საკმაოდ მარტივი რეცეპტი:

სისხლძარღვების მოქნილობის გასაზრდელად 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, თაფლი და მზესუმზირას ზეთი აურიეთ და უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 10 დღე.

მეორე მეთოდი: 1 ჩ/კ თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი 3/4 ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალს დაუმატეთ. ძილის წინ 10 დღე დალიეთ.

სისხლძარღვების გასაწმენდად 2 საშუალო ზომის ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ, აურიეთ, მინის ქილაში მოათავსეთ და ოთახის ტემპერატურაზე 1 დღე გააჩერეთ. 2-3 ჩ/კ დღეში ერთხელ, ჭამის წინ დალიეთ ან ჩაის დაუმატეთ.

სისხლძარღვების გაწმენდა არა მხოლოდ ათეროსკლეროზის ან ჰიპერტონიის დროს არის საჭირო. ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი და ჭარბი წონა შეიძლება სისხლძარღვების დაბინძურების გამო გაწუხებდეთ.