Connect with us

კულინარია

ბრძენი ადამიანები საყვარელ ყავას ყოველთვის მარილს უმატებენ და აი, რატომ

უმეტესობა ჩვენგანი ყავის მოსამზადებლად ექსპერიმენტებს დიდად არ ატარებს, მაგრამ ყველაზე მოდური ყავის ტრენდები მაინც გვაინტერესებს და ახალი იდეებისთვის ყოველთვის გახსნილი ვართ. ყავის საქმე შემოქმედების აბსოლუტური თავისუფლებაა. ყავის მოსახარშად ახალ ვარიანტებს მუდმივად იგონებენ. რას ფიქრობთ, ყავაზე მარილით?

ყავა მწარე და სიმწარის გარეშე

დიახ, არ მოგესმათ! აღმოჩნდა, რომ მარილი სიმწარეს აქრობს და სასმელს უფრო მდიდრულ გემოს ანიჭებს. ამას მეცნიერული დადასტურება აქვს.

არსებობს მოსაზრება, რომ ყავა კოფეინის გამო მწარეა. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარების მონაცემებით, კოფეინი ყავას მხოლოდ მსუბუქ, ძლივს შესამჩნევ სიმწარეს ანიჭებს. ძირითადად, სასმელს სიმწარეს ანიჭებს 2 კომპონენტი: ქლოროჰენური მჟავის ლაქტონი და ფენილინდანი.

ორივე ნივთიერება ანტიოქსიდანტია. მათ მხოლოდ შემწვარი ყავის მარცვლები შეიცავენ. ყავის მარცვალში არ გვხდება. ქლოროჰენური მჟავის ლაქტონი მსუბუქი წვის დროს წარმოიქმნება, ხოლო ფენილინდანი ქლოროჰენური მჟავის ლაქტონის დაშლის პროდუქტია, რომელიც ყავის მარცვლის ძლიერი წვის დროს წარმოიქმნება. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერ მოხალულია ყავა, მით უფრო მწარეა.

არასწორად მომზადებული სასმელი შეიძლება სიმწარის მიზეზი იყო. გადადუღებული ყავა მწარე ყავაა. ასევე ყავა ხანგრძლივი დაყენების მწარდება.

ძალიან წვრილად დაქუცმაცებული მარცვლები, ყავის და წყლის არასწორი პროპორცია, გაურეცხავი ყავის აპარატი – ეს ყველაფერი ყავის გემოს აუარესებს და მწარეს ხდის.

როგორ აქრობს მარილი სიმწარეს

გემოს რეცეპტორები, რომლითაც ჩვენი ენის ზურგია დაფარული, განასხვავებს მთავარ გემოებს – ტკბილი, მარილიანი, მწარე, მჟავე და იუმამის გემო (ნატრიუმის გლუტამატის გემო, ჩინური და იაპონური კერძებისთვის დამახასიათებელი). საკვების ენაზე მოხვედრისას ქიმიური რეაქცია ხდება. ამასთან რეცეპტორები ტვინში სიგნალში აგზავნიან. ასე გემოებს ვანსხვავებთ.

დადგენილია, რომ ტკბილი, მარილიანი, მჟავე და იუმამის გემოების აღქმის ბიოლოგიური მექანიზმები მსგავსია. მარილი ამ გემოებს აძლიერებს. აი, მწარე გემოს გამომუშავების მექანიზმი განსხვავებულია. კალციუმის იონები ტვინს „სიმწარის“ სიგნალს უგზავნის. მარილი გაურკვეველი მიზეზით გემოვნების რეცეპტორებს ამ სიგნალზე რეაგირებაზე ხელს უშლის, ამით სიმწარის აღქმას ასუსტებს.

როგორ და რამდენი უნდა დაუმატოთ მარილი ყავას

კულინარიული წიგნების ცნობილი ავტორი ალტონ ბრაუნი გირჩევთ, რომ 6 ს/კ დაფქულ ყავაზე ¼ ჩ/კ მარილი დაამატოთ. მარილის ეს რაოდენობა საკმარისია ყავის მწარე და მჟავე გემოს გასანეიტრალებლად და სიტკბოს გასაძლიერებლად.

რაც შეეხება ყავის მოხარშვის მეთოდს, რაიმე მკაცრი წესი და რეცეპტი არ არსებობს. მწიკვი მარილი შეგიძლიათ ყავას მოხარშვამდე ან უკვე მზა სასმელს დაუმატოთ.

ყავა მარილით უახლოესი ტრენდი არაა

მარილიანი ყავა ჩრდილოეთ სკანდინავიის ქვეყნებში, თურქეთსა და უნგრეთში უძველესი ტრადიციაა. სანაპირო რეგიონებში, სადაც მდინარეები ზღვაში ჩაედინება, ხალხი ყავის მოსამზადებლად ცოტა მარილიან წყალს იყენებს. ასეთი წყალი სასმელის სიძლიერეს ზრდის და უხვ ქაფს წარმოქმნის.

მარილიანი ყავის სარგებელი ჯანმრთელი ადამიანისთვის

ყავა ანტიოქსიდანტებით მდიდარი და სასარგებლო სასმელია. მასში შედის ისეთი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები, როგორიცაა კალიუმი და მაგნიუმი. ყავა ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. მათ შორისაა პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება და შეძენილი დემენცია.

ყავა ორგანიზმში ენერგეტიკულ დონეს ზრდის, ადრენალინს გვანიჭებს, ცხიმის წვას ხელს უწყობს. ნაღები, შაქარი, სიროფი და სხვადასხვა არომატიზატორი სასმელს უფრო გემრიელს ხდის, მაგრამ ამასთან ცარიელ კალორიებს მატებს და სასარგებლო თვისებებს ანადგურებს.

სწორედ ამიტომ, სჯობს ყავას მარილი დაუმატოთ და არა კალორიები. ასე რაციონის გაკონტროლებას და ფინჯანი „საწვავი“ სასმელით ტკბობას შეძლებთ.

კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ უნდა დალიოთ ყავა მარილით. ასეთი სასმელი ორგანიზმს იმავე ყავის მიღებით გამოწვეული ნატრიუმის დეფიციტის აღდგენაში ეხმარება. როგორც ცნობილია, სასმელს გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს. დადგენილია, რომ 4 ფინჯანი ყავა მინუს 1200 მგ ნატრიუმია, რაც მისი მიღების ყოველდღიურ ნორმას წარმოადგენს.

ყავა და გულძმარვა

თუ ყავა გულძმარვას იწვევს, დაფქული ყავის და მისი მარცვლების შეწვის ხარისხი შეამოწმეთ. მსუბუქი და საშუალოდ შემწვარი ყავის მარცვლები მეტ მჟავას შეიცავს. შესაბამისად, ძლიერ მოხალული ყავა, არაბიკა გულძმარვის პრობლემებს მოაგვარებს.

თუ დაბალი ხარისხის ყავა შეგხვდათ, სასმელში დამატებული მწიკვი მარილი გულძმარვის პრობლემას ნამდვილად მოგაშორებთ.

ღირს თუ არა ყავაში მარილის დამატება რძის და შაქრის ნაცვლად

ნაწილობრივ. მაღალი ხარისხის, სწორად მოხალული და მომზადებული ყავა ისედაც შესანიშნავ გემოს ფლობს. მას მსუბუქი სიმწარე ექნება, მაგრამ ეს გემოების თაიგულს უფრო აძლიერებს. სწორედ ამიტომ, შაქრის და რძის დამატება საჭირო არაა, რომ ყავის გემო გაზარდოთ. როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ.

თუმცა, თუ ყავის მოსმისას სახე გემანჭებათ, მწიკვი მარილი დაგეხმარებათ. ის სიმწარეს და სიმჟავეს გააქრობს, სასმელს ნაზ, სასიამოვნო გემოს მიანიჭებს.

ყავა უნივერსალური სასმელია და სწორედ ამიტომ გიყვარს. თქვენ შეგიძლიათ ყავა დალიოთ ცოტა რძით ან ნაღებით, შაქრით ან უშაქროდ. ვიმედოვნებთ, რომ მარილიანი ყავაც მოგეწონებათ. თუმცა რთულია რამემ ყავის უნიკალური, მდიდარი და გამამხნევებელი არომატი ჩაახშოს.