საკითხავი
არაყი, ვაზელინი, საპარსი ქაფი და თქვენი გარდერობი კვლავ სრულ წესრიგში იქნება
არაერთი დიასახლისის მიერ ნაცადი სასარგებლო ხრიკები ამა თუ იმ სიტუაციაში ყოველთვის გვეხმარება. ეკლებიანი სვიტრი, მარილის ლაქა ახალი ფეხსაცმელზე, გაჭედილი ელვა – ეს პრობლემები აღარ შეგაწუხებთ.
1. სვიტრი რომ არ „იკბინებოდეს“ და არ დაიგორგლოს
ამ მეთოდით ორ პრობლემას მოიშორებთ, ახალი სვიტრი დაასველეთ, დაკეცეთ და პაკეტში ჩადეთ. ამის შემდეგ ზუსტად 10 საათით საყინულეში შედეთ. დროის გასვლის შემდეგ თბილ წყალში მოათავსეთ, რომ „გადნეს“. ქსოვილი ბევრად უფრო მსუბუქი იქნება და აღარ დაიგორგლება.
2. ტანსაცმლის სუნის მოსაშორებლად
ტანსაცმლის სუნის გასანეიტრალებლად არაყი და წყალი 1:3 პროპორციით აურიეთ და საფრქვეველ ბოთლში ჩაასხით. სუნი თვალსა და ხელს შუა გაქრება.
3. ტონალური კრემის ლაქის მოსაშორებლად
გარეცხვის წინ დალაქავებული ადგილი საპარსი კრემით (ქაფით) დაამუშავეთ.
4. როგორ მოვაშოროთ პომადის ლაქა
პომადის ლაქის მოსაშორებლად თმის ლაქი გამოიყენეთ. წაუსვით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ ლაქა დაასველეთ და ნივთი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.
5. ზამშის ფეხსაცმლის გასაწმენდად
ფრჩხილების რბილი სახეხით ზამშის ფეხსაცმელს ნაზად გაწმენდთ.
6. როგორ მოვაშოროთ ტყავის ფეხსაცმელს ნაკაწრები
ფეხსაცმელი, რომელმაც თოვლის და მარილის მავნე ზემოქმედება გამოსცადა, შეგიძლიათ რბილი კბილის ჯაგრისით და წყლისა და ძმრის ნარევით (2:1) გაწმინდოთ.
7. ლაქიან ფეხსაცმელს ძველი იერი რომ დაუბრუნოთ
ლაქიანი ფეხსაცმლის ზედაპირი ბამბის ჩხირით და ვაზელინით დაამუშავეთ. ხოლო ბზინვარების მისანიჭებლად მინის საწმენდი სითხე გამოიყენეთ.
8. როგორ დავუბრუნოთ ძველი იერი დაკაწრულ და გაუფერულებულ ტყავის ფეხსაცმელს
თუ სპეციალური საშუალებები ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ დამატენიანებლები გამოიყენოთ. სალფეთქი ან ქსოვილი აიღეთ და ფეხსაცმელი მცირე რაოდენობის ლოსიონით გაწმინდეთ. ასე ფეხსაცმლის იერს გააუმჯობესებთ.
9. როგორ დავაფიქსიროთ ხრახნები სათვალეებზე
ფრჩხილების გამჭვირვალე ლაქის დახმარებით ხრახნების დაფიქსირებას სწრაფად შეძლებთ. ეს დროებით გიშველით.
10. ბიუსჰალტერის რკინები რომ არ გამოვარდეს
ამ პრობლემის მოსაშორებლად პლასტირი გამოიყენეთ.
11. ცხიმიანი ლაქის სწრაფად მოსაშორებლად
ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. მცირე რაოდენობა წაუსვით და გახეხეთ. კიდევ ერთი მეთოდი: წვრილი მარილი მოაყარეთ ან მცირე რაოდენობით ცარცი წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ უბრალოდ გადაწმინდეთ.
12. გაჭედილ ელვას რომ გაუმკლავდეთ
ბამბის ჩხირი და ვაზელინი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ცოტა ვაზელინი პირდაპირ ელვას წაუსვით.
13. ტანსაცმელზე ოფლის ლაქის მოსაშორებლად
ტანსაცმელზე იღლიებთან ოფლის ლაქის მოსაშორებლად ლიმონის წვენი ან საკვები სოდა გამოიყენეთ. ლაქა ლიმონის წვენის და წყლის ნარევით გაწმინდეთ. ჩამჯდარი ლაქებისთვის სოდის და წყლის ნარევი გამოიყენეთ. ნარევი ლაქას წაუსვით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაავლეთ და რეცხვას შეუდექით. ასევე წარმატებით შეგიძლიათ ასპირინი და წყალბადის ზეჟანგი გამოიყენოთ.
14. როგორ გავანეიტრალოთ ფეხსაცმელის სუნი
ცოტა სოდა ფეხსაცმელში ჩაყარეთ, რომ მან სუნი შეიწოვოს. შემდეგ კარგად დაფერთხეთ. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე საათით მწვანე ჩაის პაკეტი მოათავსოთ. სუნის პრობლემას კარგად გაუმკლავდება.
15. ტანსაცმლიდან ბეწვის მოსაშორებლად
ამ დროს წებოვანი ლენტა დაგეხმარებათ. ყველაზე წებოვანი ლენტა გამოიყენეთ, ხელისგულზე კარგად დაიხვიეთ და ტანსაცმელზე გადაატარეთ. საყვარელი, ფუმფულა ცხოველები თავისი ბეწვებით აღარ შეგვაშინებს.