მოდა და სტილი
არანაირი მელირება: როგორ გადავაქციოთ არამოდური შეღებვა მოდურად
რა ფერები იქნება მოდაში წელს და როგორ ვაქციოთ საკუთარი ფერი სუპერმოდურად, ამის შესახებ კომპანია Paull Mittchell–ის ტექნოლოგი გიამბობთ.
ბალიაჟი, ომბრე და სომბრე კლასიკური მელირების ნაცვლად
80-იანი წლების ზოგიერთი ტრენდი ნამდვილად ბრუნდება, მაგრამ არა მელირება. რთული შეღებვის რამდენიმე მეთოდი უკვე რამდენიმე სეზონია პოპულარობის პიკზეა და პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ბალიაჟი, ომბრე და სომბრე ფან კლუბებს უფრო სწრაფად აგროვებენ, ვიდრე ზოგი ჰოლივუდის ვარსკვლავი. სწორედ ამიტომ, არანაირი თმის ფერის მკვეთრი ცვლილება. თმაზე თბილი და ნაზი კარამელის ათინათი სახის ნაკვთებს არბილებს, თმას მოცულობას მატებს და მთელ სტილს სიმსუბუქეს ანიჭებს. რა თქმა უნდა, თბილ ზაფხულის დღეებს და თმაში „მზის კურდღლების“ თამაშს არ დაგავიწყებთ.
მუქიდან ღიაში გადასვლა ერთ ფერში შეღებვის ნაცვლად
კლასიკურ ერთ ფერში შეღებვას მტკიცე „არა“ უთხარით. კლასიკური ყოველთვის მოსაწყენი არაა. სპეციალისტს სთხოვეთ, რომ თმის ძირები უფრო მუქად შეგიღებოთ და თანდათან ღია ფერისკენ ნაზი და ნატურალური გადასვლა გააკეთოს. ასეთი მიდგომა ფერს სიღრმეს მიანიჭებს, თმას – მოცულობას, სტილს – სიმსუბუქეს. მსგავსი ვარიანტი შეეფერება მათ, ვისაც გარეგნობაში რაღაცის შეცვლა სურს, მაგრამ რადიკალური ცვლილებებისთვის მზად არაა. უფრო მეტიც, ასეთი შეღებვა დიდ დროს არ წაგართმევთ და სილამაზის სალონში სტუმრობა იშვიათად მოგიწევთ, გაზრდილი თმის ძირები ხომ ნაკლებად შესამჩნევია.
სახესთან რამდენიმე ღია ფერის თმის კულული დაიტოვეთ
კიდევ ერთი ვარიანტი შავგრემანებისთვის. რამდენიმე ღია ფერის კულული სახესთან დაიტოვეთ. ასე კანს ლამაზად გაანათებთ და თხელ თმას მოცულობას მიანიჭებთ. სასიამოვნო ბონუსი – ღია ჩრდილები ასაკს ვიზუალურად ამცირებს. ასეთი შეღებვის ტექნიკა გამოადგება მათ, ვისაც თმის გაფუჭების ეშინია, მაგრამ ქერა თმის ქონა ყოველთვის სურდა.
კეთილშობილი სპილენძისფერი ცეცხლოვანი წითულის ნაცვლად
„ოქროსკულულა“, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. გსურთ კაშკაშებდეთ, მაგრამ ამავე დროს კეთილშობილურად გამოიყურებოდეთ? უპირატესობა სპილენძისფერ ჩრდილებს მიანიჭეთ! „სპილენძი“ თმაში – სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ასეთი შეფერილობა სახეს უფრო გამოხატულს და ნათელს ხდის, სტილს ახალგაზრდა გოგოებისთვის დამახასიათებელ დაუცველობას ანიჭებს.
ცივი ქერა თაფლისფერი ჩრდილების ნაცვლად
ცივი ქერა წაუგებელი ვარიანტია. ასე სტილს დახვეწილს გახდით. რა თქმა უნდა, კომპლიმენტები გარანტირებული გაქვთ. სპეციალური შამპუნი შეიძინეთ, რომლის შემადგენლობაში ცილების კომპლექსი და ამერიკული ზაფრანის და მაკადამიის კაკლის ზეთები შედის. ასეთი კომბინაცია სიყვითლეს კლავს და გაღიავებულ თმის ფერს დიდი ხნით შეგინარჩუნებთ.
ულტრამოდური ულტრაიისფერი
ყოველთვის გსურდათ, რომ თქვენი შესაძლებლობების საზღვრებს გასცდენოდით? ახლა ამის დროა. ულტრაიისფერი ჩვენს გონებას და თავს პირდაპირი გაგებით იპყრობს. ორიგინალური, ცოტა გამომწვევი, არაამქვეყნიური – გულგრილს არავის დატოვებს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც საკუთარ თავს უფლება მიეცით აირჩიოთ თმის შეფერილობა არა პალიტრის, არამედ Pantone–ს მიხედვით.