Connect with us

ჰოროსკოპი

ანჯელა პერლი: ზაფხულის პირველმა თვემ წარმატება რომ მოგიტანოთ, აუცილებლად ასე მოიქეცით

ზაფხული თბილი მზის, ახალი ბოსტნეულის და ხილის, ზღვაზე და აგარაკზე გასვლის, ტყეში სეირნობის და მეგობრებთან სასიამოვნოდ ჩამოჯდომის შესანიშნავი დროა. იმის გასაგებად, თუ რა უნდა გააკეთოთ და ცხოვრების რომელ სფეროში გააქტიურდეთ, რომელი დროებით შეაჩეროთ, ასტროლოგების აზრს მოუსმინეთ.

ასტროლოგი და ტაროლოგი ანჯელა პერლი გიამბობთ, ვის გაუღიმებს ბედი, ვინ იქნება განსაკუთრებით მოთხოვნადი ამ ზაფხულს და ვინ უნდა დაიცვას უფრო მოკრძალებული და ზომიერი ცხოვრების წესი.

ანჯელა პერლი საერთაშორისო ასტროლოგიური კონფერენციების საპატიო სტუმარია ავსტრალიაში, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. რაც ყველაზე მთავარია – მისი პოზიტიური პროგნოზი სრულდება და ბევრ ადამიანს ეხმარება.

კეთილდღეობის საიდუმლო

დღეს ანჯელა პერლი გიამბობთ, თუ 2019 წლის ივნისში რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ. ტყუპებო მზად იყავით, საინტერესო თვე გელოდებათ!

ვერძი

ზაფხულის პირველი თვე გეგმების დეტალურად შედგენის დროა. მცირე რემონტის გაკეთება ვერძისთვის სასარგებლო იქნება. კარგი იქნება თუ უძრავი ქონების და სახლის მოწყობის საქმეს ხელს მოკიდებთ.

ივნისში ვერძს სასიამოვნო შეხვედრა ან საუბარი ელოდება, რომელიც მომავალ პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ჯანმრთელობა ამ თვეში საუკეთესო მდგომარეობაში იქნება.

კურო

ივნისის პირველი ათი დღე საკმაოდ თავისუფლად მოიქცევით, მაგრამ სიტუაციაზე კონტროლი არ უნდა დაკარგოთ. გარემოება მუდმივად შეიცვლება, თუმცა სწორი მიდგომით ნებისმიერ შემთხვევაში ტალღების ზემოთ იქნებით.

თვის შუა პერიოდში კუროს ღირებული საჩუქარი ან კარგი ფინანსური ჯილდო ელოდება. ახალი ნაცნობების შეძენა და ბევრი ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.

ტყუპები

თვის დასაწყისში ტყუპების ცხოვრებაში რაღაც ახალი გამოჩნდება: იქნება ეს ახალი სამსახური, ახალი პროექტი თუ ახალი სიყვარული. ივნისში ტყუპებმა წარსულის შეცდომებზე უნდა იმუშაონ. სცადეთ, ილუზიის მოშორება, რომლითაც ადრე იკვებებოდით, ზოგიერთ ადამიანთან და ნივთებთან ურთიერთობას გადახედეთ, უკან მოიტოვეთ ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ფინანსური თვალსაზრისით ეს პერიოდი ფინანსური ხელშეკრულებისთვის ერთდროულად კარგი და წარუმატებელია. თუ დარწმუნებული ხართ და დაბრკოლებას ვერ ხედავთ, მაშინ ხელს არაფერი შეგიშლით. თუ ეჭვები გაწუხებთ და მოკავშირეებს არ ენდობით, სჯობს გადაწყვეტილების მიღება გადადოთ.

კირჩხიბი

ზაფხულის პირველი თვე კირჩხიბს წარსულის, გასული წლის გადახედვას და სათანადო დასკვნების გამოტანას და მომხდარი მოვლენების შეჯამებას ურჩევს. არ უნდა დაგავიწყდეთ, თუ წინ რისთვის მიიწევთ.

თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფულის გამომუშავების ალტერნატიული ან პარალელური ვარიანტები იპოვეთ. თქვენ უბრალოდ იმპულსი, შემოქმედებითი ბიძგი გჭირდებათ, რომ ფულის გამომუშავების ახალი გზა იპოვოთ. კარგი დროა ეწვიოთ სპა-სალონებს, კოსმეტოლოგებს, მოინახულოთ წმინდა ადგილები ან ბუნებაში გახვიდეთ. ხელსაყრელი დროა საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის.

ლომი

ივნისი ნებისმიერი საქმის დასაწყებად შესანიშნავი თვეა. იქნება ეს მეორე ნახევრის თუ ახალი სამსახურის პოვნა. საინტერესო ადამიანების გაცნობა თქვენს წინაშე ახალ პერსპექტივებს გახსნის, ამასთან როგორც საქმიანი, ასევე რომანტიული კუთხით.

თქვენ ასევე სასიამოვნო მოგზაურობა გელოდებათ. გამგზავრებამდე სამსახურში ყველა საქმე მოაგვარეთ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ივნისი ქალწულს ბევრ აქტიურობას და ენერგიას შემატებს. ჩანაფიქრის გასახორციელებლად საკმარისი ძალა გექნებათ. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ სიხარულს მოგიტანთ. თვის შუა პერიოდში ქალწული სასიხარულო ცნობას და პერსპექტიულ შეთავაზებას მიიღებს, ხოლო ახლობლები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ თქვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

ამავდროულად, კარიერის და ბიზნესის სფეროში ზოგიერთი პრიორიტეტული პროექტი მოულოდნელად შეჩერდება, ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ. სხვათა შორის, თვის ბოლოს ნანატრ დასვენებას მიიღებთ.

სასწორი

ამ თვემ სასწორს ყოფილ შეყვარებულთან მოულოდნელი შეხვედრა მოუმზადა. თუ ურთიერთობის განახლება გსურთ, ჯერ ყველაფერზე კარგად დაფიქრდით. გული ერთს გეუბნებათ, მაგრამ გონებას ზოგჯერ უნდა მოუსმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასწორი ხაფანგში გაებმება და უპერსპექტივო კავშირით კვლავ იმედგაცრუებული იქნება.

სამუშაოს მიმართულებით მნიშვნელოვანი გარიგების დადება არ იჩქაროთ. სჯობს ინფორმაციები შეაგროვოთ და კარგად გაანაზილოთ, ახლა შეცდომის დაშვება არ შეიძლება. თუ კომპანიაში მუშაობთ, შეუპოვარი იყავით და აშკარა თავხედობას არ შეეგუოთ. საკმარისი ენერგია გექნებათ, რომ ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოთ.

მორიელი

ზაფხულის პირველი თვე მორიელისთვის ფინანსური თვე გახდება. 10 ივნისს ვენერა მორიელის მე-8, ფულის სახლში შედის. ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ფინანსური გარიგება დადოთ ან დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული პროექტები განახორციელოთ.

გლობალურ მიზნებზე კონცენტრირებით ვარსკვლავები დიდი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობენ!

მშვილდოსანი

თვის პირველი ნახევარი პირადი ცხოვრების აწყობის შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ და მას ჰარმონიულ მიმართულებას მიანიჭებს. სამსახურში კონკრეტულ მსხვილ მიზანზე კონცენტრირება უნდა მოახდინოთ და არა უფრო უმნიშვნელო გართობაზე.

ბუნების ხმას მოუსმინეთ – ქალაქგარეთ გასეირნება განახლების შეგრძნებას მოგცემთ. საქმეების უმეტესობაში უგონობის გამოჩენას აზრი არ აქვს. კარგი დროა იმის განსასაზღვრად, თუ სინამდვილეში რა გსურთ, გეგმების შესადგენად და მის გასახორციელებლად.

თხის რქა

ივნისში ყველას არ უნდა ენდოთ მაშინაც კი, თუ ეს სწორად მიგაჩნიათ. შეიარაღდით სიტყვებით „ენდე, მაგრამ შეამოწმე“.

პირადი ურთიერთობის კუთხით გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, მთავარია, მკაცრი სიტუაციის შემსუბუქება არ სცადოთ. დრო თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპარებთ. ჯანმრთელობა მაღალ დონეზე იქნება.

მერწყული

თვის დასაწყისში მერწყულმა სასიამოვნო საბედისწერო გადაწყვეტილება უნდა გადადოს. ეს შესანიშნავი დროა, რომ იმაზე კონცენტრირება მოახდინოთ, რაც გიყვართ. შესაძლოა ახალი ჰობი გაგიჩნდებათ ან გაიხსენოთ ის საქმიანობა, რომლის კეთებაც ადრე თავისუფალ დროს მოგწონდათ.

თქვენი სურვილი ასრულდება, მაგრამ ცოტა ხანს უნდა მოითმინოთ. დრო ოჯახს, ახლობლებს და შეყვარებულს დაუთმეთ.

თევზები

ივნისი თევზებისთვის ემოციური კუთხით შეიძლება დაძაბული იყოს. ნებისმიერმა დაუდევრად წარმოთქმულმა სიტყვამ ან ფრაზამ შეიძლება ჩხუბი ან კონფლიქტი გამოიწვიოს. საკუთარი სიტყვებისა და ფიქრების გაკონტროლება სცადეთ, რომ ურთიერთობა არ გაუარესდეს.

პირად ცხოვრებაში ახალი შეგრძნებების და გამოცდილების მიღების არ შეგეშინდეთ – ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ. ახალ ნაცნობს მოულოდნელად გაიცნობთ იმ მომენტში, როცა ამისთვის მზად საერთოდ არ ხართ. გამოძინება და სწორად კვება სცადეთ, რომ თვის ბოლოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სიტუაციებმა არ შეგაწუხოთ.

რედაქციის რჩევა

2019 წლის 10 აპრილიდან იუპიტერმა, იღბლის და წარმატების პლანეტამ მშვილდოსანში გადასვლა დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდება. ეს მოძრაობა 4 თვე გრძელდება, რომლის დროსაც ყველას საკუთარ თავში ჩახედვის სურვილი ექნება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.