კულინარია
ამ რეცეპტის გაზიარებისთვის, დღემდე მეგობრის მადლიერი ვარ. თეფშიდან 5 წუთში ქრება
თუ ჯერ არ იცით, რითი გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს, დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. არომატული, ძალიან გემრიელი კერძი კარტოფილისგან, რომელსაც დღეს გთავაზობთ, აბსოლიტურად ყველა სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი საქონლის ხორცთან ერთად
ინგრედიენტები:
- 2 კგ კარტოფილი
- 800 გრამი საქონლის ხორცი
- 1 თავი ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 50 გრამი კარაქი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი
მომზადება:
1. დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად საქონლის ხორცი. ხახვი გაასუფთავეთ კანისგან და დააქუცმაცეთ, დაკეპეთ.
2. კარტოფილი მოხარშეთ დამარილებულ წყალში.
3. დაქუცმაცებულ ხორცში დაამატეთ ხახვი, მარილი, პილპილი და შეწვით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად კარგად ამოურიეთ.
4. მოხარშულ კარტოფილში დაამატეთ კარაქი და მოამზადეთ პიურე.
5. შესაბამისი ზომის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან მოუსვით მცენარეული ზეთი.
6. ფორმის ფსკერზე თანაბრად გაანაწილეთ პიურის ერთი ნახევარი.
7. ზემოდან, მეორე ფენად გაანაწილეთ საქონლის შემწვარი ფარში. მესამე და საბოლოო ფენა კვლავ მოხარშული კარტოფილისაა.
8. როდესაც კარტოფილის მესამე ფენას გააკეთებთ, გამოსაცხობად გამზადებულ თქვენს კერძს გაუკეთეთ ზემოდან რამდენიმე ხვრელი და მხოლოდ ამის შემდეგ, ხის კოვზის გამოყენებით, წაუსვით მას არაჟანი. გაანაწილეთ ის თანაბრად.
9. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და შედგით მასში ჩვენი კერძი. დატოვეთ იქამდე, სანამ კარტოფილის ზედა ფენა კარგად არ დაიბრაწება. უგემრიელესი დელიკატესი მზად არის!
პირადად მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ კერძის მიმართ გულგრილი დარჩება. თავად ცადეთ და არ ინანებთ!