ჯანმრთელობა
ამ ნაყენს დღეში 50 წვეთის ოდენობით ვიღებ. ჰიპერტონია, სახსრებისა და თავის ტკივილი აღარ მაწუხებს
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენს დროში გულთან დაკავშირებული პრობლემები ფართოდ არის გავრცელებული როგორც ასაკოვან ხალხში, ასევე ახალგაზრდებშიც კი. წნევის მკვეთრი ცვლილებები, თავისა და სახსრების ქრონიკული ტკივილი – პრობლემები, რომლებიც ასაკის მატების პარალელურად საკმაოდ ხშირად იჩენს თავს, რაც მავნე ჩვევების, მავნე ეკოლოგიური გარემოსა და არაჯანსაღი კვების დამსახურებაა.
როდესაც მაღალი წნევა გვაწუხებს, დაუყონებლივ სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატებსა და აბებს ვიღებთ, რაც დამღუპველი შეცდომაა. მსგავს საშუალებებს მხოლოდ სიმპტომების გაყუჩების დროებითი ეფექტი აქვს, ხოლო თავად პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხელშეუხებელი, უვნებელი რჩება. ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ სააფთიაქო აბების უმრავლესობას დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, რადგან მათთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მარტივად უმკლავდება ჰიპერტონიას. დღეში 1-ხელ ამ საშუალების მიღებით თქვენ დაირეგულირებთ წნევას, დაამარცხებთ თავისა და სახსრების ტკივილს, დაიმშვიდებთ ნერვულ სისტემას და არა მხოლოდ… რა თქმა უნდა, ნებისმიერი საშუალების მიღებამდე ექიმთან კონსულტაციის გავლაა მიზანშეწონილი.
ხალხური საშუალება ჰიპერტონიის წინააღმდეგ
ამ წვეთების ნარევი ეფექტურად უმკლავდება სახრების ტკივილს, თავის ტკივილს, ამსუბუქებს დეპრესიას, სტრესს, აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მეტიც, ამ სააფთიაქო საშუალებების კომბინაცია აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ინფარქტისგან და ინსულტისგან. მართალია, სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, რომ სააფთიაქო საშუალებებისთვის მრავალი უკუჩვენებაა დამახასიათებელი, თუმცა არა ამ შემთხვევაში… ყველა ინგრედიენტი არის მცენარეული და უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ამის მიუხედავად, თვითმკურნალობის დაწყებამდე ყოველთვის აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და მისი დანიშნულებით მოქმედება.
ინგრედიენტები:
- 5 მლ ვალერიანის ნაყენი
- 5 მლ ცხენის წაბლის ნაყენი
- 5 მლ შავბალახას ნაყენი
- 5 მლ კუნელის ნაყენი
- 5 მლ იორდასალამის (პიონის) ნაყენი
ყველა ინგრედიენტის შეძენას შეძლებთ უახლოეს აფთიაქში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
გამოყენებისა და მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის ბოთლში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობის გაზრდა. მთავარია, აიღოთ ისინი თანაბარი პროპორციებით.
მზა საშუალება მიიღეთ 50 წვეთის ოდენობით (დაახ. 1 ჩ.კ.) დღეში 1-ხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მისი ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია და არაფრით ჩამოივარდება სხვადასხვა ძვირადღირებულ მედიკამენტებს.
ვალერიანის ნაყენი აფართოვებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნაწლავების მუშაობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სტრესული სიტუაციების დროს. ცხენის წაბლის ნაყენი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას. ეს საშუალება ეფექტურად იცავს ადამიანს ინფარქტისგან და ინსულტისგან. შავბალახას ნაყენი ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა.
კუნელის ნაყენი ამუჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამარცხებს ტაქიკარდიას, არითმიას და თავბრუსხვევის შეგრძნებას. პიონის ნაყენი ეფექტურად უმკლავდება თავის ტკივილს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, გვეხმარება კოლიკის დამარცხებაში და საგრძნობლად ამსუბუქებს მდგომარეობას გასტრიტის დროს.
ახლა თქვნე უკვე იცით, თუ რამდენად დადებითი, სასარგებლო გავლენა აქვს ამ წვეთების ნარევს ჩვენს ორგანიზმზე. თუ მოგეწონათ ინფორმაცია, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!