Connect with us

ჯანმრთელობა

ამ კაკლის მირთმევა, შაქრიანი დიაბეტის ქონის დროსაც გარგებთ!

1850-იან წლებში გერმანელმა ექიმმა და ბოტანიკოსმა ფერდინანდ ფონ მიულერმა მაკადამიას კაკალი აღმოაჩინა და გადაწვიტა მისთვის თავისი თანამოსაუბრის სახელი დაერქმია. ამ პარტნიორის სახელი ჯონ მაკადამი იყო. ფონ მიულერი ცნობილი ქიმიკოსი და ექიმი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ამ კაკლის გამრავლებას. ის აღმოსავლეთ ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში იზრდებოდა ათასწლეულების მანძილზე და ძალიან დაფასებული მცენარე იყო აბორიგენების მიერ როგორც ცილებისა და ცხიმების არაცვეულებრივი წყარო.

ნაყოფის შეგროვება მაშინ ხდება როდესაც ისინი ხიდან ცვივა, ანუ როდესაც მწვანე კანი ეცლება. ეს კაკალი ჩვეულებრივ უმი, შემწვარი ან დამარილებული სახით იჭმევა, ზოგჯერ მას შოკოლადშიც ავლებენ. რა სახითაც არ უნდა მიიღოთ – მისი საკვები ღირებულება მაინც მაღალია.

მას ბევრ რეცეპტში შეხვდებით, ის ძალიან პოპულარულია დესერტებშიც, იყენებნ სხვადასხვა სახის პურებში და საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს წარმოადგენს.

მაკადამიის თვისებები და უპირატესობები

მაკადამია მონოგაჯერებული ცხიმების დიდ რადენობას და მინერალებს შეიცავს, ისეთს როგორიც არის კალცი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი და В ჯგუფის ვიტამინები.

ის ნიგვზეულს შორის სამეფოს ახეობად ითვლება, შეიცავს ბევრ სასარგებლო ცხიმს და თითქმის არ შეიცავს ნახშირწყლებს.

ჯანმრთელი ცხიმი დიაბეტიანთათვის

ადამიანთა უმეტესობას ცხიმიანი პროდუქტის ჭამა არ უყვარს. თუმცა ზეთი რომელსაც ეს კაკალი შეიცავს, სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის მონოგაჯერებული ცხიმებისგან შედგება.
ცხიმის ეს სახეობა სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისი ყოველდღიური მომზადების ნორმა მთელი დღის მანძილზე მისაღები კალორიები 35%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

მისი ზეთი კულინარიაში გამოიყენება, ის ჩვეულებრივ ზეთზე გაცილებით სასარგებლოა და ცოტა ნახშირწყლებს შეიცავს. მაკადამიას კაკალი დიეტის დროსაც გამოგადგებათ.

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა

მაკადამიას კაკალი Е ვიტამინის წყაროა, რომელიც ცნობილია როგორც ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების მოშორებაში გეხმარებათ და უჯრედებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს. შედეგად მოგაშორებთ გულის პრობლემებისა და ინსულტის გამომწვევ ფაქტორებს.

ხშირად უჩივიან მაღალ ქოლესტერინს, მაკადამიას კაკლის ზეთის სახეობა კი ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს. ასევე ამაგრებს იმუნიტეტს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს.

გავლენა ნივთიერებათა ცვლაზე

მაკადამიას კაკალს В ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობა აქვს, ეს განსაკუთრებით მეტაბლოლური პროცესებისთვის არის მნიშვნელოვანი. მის კომპონენტებს შორის არის ვიტამინი B1, რომელიც ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნაზეა პასუხისმგებელი. ასევე ვიტამინი В6 ანუ პირიდოქსინი, რომელიც ტვინის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მისი მეშვეობით წარმოიქმნებიან ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის სისტემურ ფუნქციონირებას და ახდენენ მისი ყველა ნაწილის სინქრონიზაციას.

კუნთოვანი ფუნქცია და ძალა

მაკადამიას კაკალი შეიცავს კალიუმს. კალიუმი აუცილებელი ელემენტია რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება. ის პირიდოკსინთან ერთად მუშაობს ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაზე.

კალიუმი ადამიანების ძვლოვანი სისტემის გამაგრებისთვისაც აუცილებელია.

მაღალი კვებითი ღირებულების წყალობით, მისი ზეთი დღესდღეობით საკვები დანამატის სახით იყიდება. მიღებულ ზეთს კაფსულებში ანთავსებენ რათა მისი მიღება ხალხს საჭირო დოზით შეეძლოთ.

ჯანმრთელი თმა და კანი მაკადამიასთან ერთად

მაკადამიას კაკალი დატენიანების არაჩვეულებრივ დონეს გვთავაზობს. მის ზეთზე დაფუძნებული ლოსიონები კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად გამოიყენება. მას კანის დარბილებისა და ნაოჭების რაოდენობის მინიმიზაციისთვისაც იყენებენ.

ეს ზეთი თმისთვის განკუთვნილ ბევრ პროდუქტში, საპნებში, გელებში და სახის სკრაბებშიც არის შეტანილი.