ჯანმრთელობა
ალოეს წვენი ჩემთვის ნამდვილი საგანძურია. წმენდს სხეულს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აძლიერებს იმუნიტეტს
ალოეს კოქტეილები ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც სჭირდება ენერგიის მარაგის შევსება, ორგანიზმის განახლება და ვიტამინური თერაპიის კურსის გავლა. ალოეს სამკურნალო თვისებები მთელი მსოფლიოს მიერაა აღიარებული, ამიტომაც მისი შემცველი სამკურნალო ნაყენებისა თუ კოქტეილების უამრავი რეცეპტი არსებობს.
ჩვენი რედაქცია მათ შორის 6 საუკეთესო სამკურნალო და წარმოუდგენლად სასარგებლო კოქტეილის რეცეპტს გთავაზობთ!
ალოე ვერას წვენი
1. ჩაი ალოეთი
ალოეს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. დაუმატეთ ამ მცენარის წვენი ნატურალური ბალახის ჩაის ყოველდღიურად. 200 მლ ჩაიზე 1 ჩ.კ. ალოე გამოიყენეთ. ეს არამხოლოდ გააძლიერებთ თქვენს იმუნურ სისტემას, არამედ მეტაბოლიზმსაც დააჩქარებს.
2. მატონიზებელი წყალი
ალოეს ნაყენის დილით მიღება ორგანიზმს აავსებს მთელი დღის სამყოფი ენერგიით. შეურიეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და 1 ს.კ. ამერიკული ალოე(აგავი) 1 ჭიქა მდუღარე წყალს. გაათბეთ მასა ცეცხლზე, სანამ ინგრედიენტები მთლიანად არ გაიხსნება. გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე.
3. გასახდომი კოქტეილი
ასეთი წვენის დალევა რეკომენდებულია სადილის შემდეგ. ანანასი შესანიშნავად წვავს ცხიმებს, კიტრი ატენიანებს, ხოლო ალოე ამარტივებს საჭმლის მონელებას. კომპლექსში ვიღებთ არაჩვეულებრივ გასახდომ საშუალებას.
1 ჭიქა წყალზე აიღეთ 1/2 კიტრი, ანანასის ნაჭერი და 1ს.კ. აგავის რბილობი. აურიეთ ყველაფერი ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. გამწმენდი სმუზი
ძალიან გემრიელი და ვიტამინებით სავსე ელექსირი შეიცავს 1 ვაშლს, 1 მსხალს, 1 კიტრს, 1/2 ალოეს ფოთოლსა და მწიკვ კურკუმას. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. სმუზი ორგანიზმიდან ტოქსინებსა და შლაკებს გამოდევნის.
5. იმუნიტეტის გასაძლიერებლად
მრავალკომპონენტიანი სასმელი აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჭიქა წიპწაგაცლილი ყურძენი, 3 კივი, 1 ფორთოხალი, 5 ფოთოლი ლატუკის სალათის ფოთოლი, 1 ფოთოლი ალოე და 2 ჭიქა წყალი. გარეცხეთ და გათალეთ ინგრედიენტები, გააცალეთ ალოეს გელი, მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. გამოგივათ სქელი სმუზი, რომელიც სადილამდე 30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ.
6. საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის
ეს სასმელი დაგეხმარებათ ჭარბი წონის, შეკავებული სითხისა და ტოქსინების მოშორებასა და საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში. ფორთოხლის, ალოესა და მარწყვის კომბინაცია ხომ უმძლავრესი ანტიოქსიდანტია.
აიღეთ 4 ც მარწყვი, 1 ფორთოხალი და 1 ს.კ. აგავის რბილობი, მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა წყალი და ათქვიფეთ. მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე.
ალოეს წვენი მხოლოდ სასიამოვნო დანამატია ნებისმიერი დიეტისთვის. თუ ორგანიზმის გაწმენდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რამდენიმე კგ-ს დაკლება ნამდვილად გსურთ, უნდა დაიცვათ დაბალანსებული დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით.
ვიტამინური სასმელების მოსამზადებლად კი გამოიყენეთ მოხუცი(3+ წლის) ფოთლები. გისურვებთ ჯანმრთელობას!