ტესტები
აირჩიეთ ყვავილი რომ გაიგოთ, რას გეუბნებათ შინაგანი ხმა
შინაგანი ხმა ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი მოკავშირეა. როცა დაბნეული ვართ და ეჭვები გვაწუხებს, შინაგანი ხმის მოსმენით ნუგეშის ან ახალი გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეგვიძლია.
თუ ცხოვრების ამ მომენტში შინაგანი ხმის დახმარება გჭირდებათ, Alltime.ge-ს რედაქცია ძალიან სასარგებლო ტესტს გთავაზობთ. მოცემულ სურათზე ერთ–ერთი ყვავილი აირჩიეთ და გაიგეთ, რას გეუბნებათ შინაგანი ხმა.
თუ აირჩიეთ:
ყვავილი № 1
შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ დრო აღარ დახარჯოთ უსარგებლო ადამიანებსა და ნივთებზე. მეტი დრო დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად სასარგებლოა და თქვენს გზაზე გულწრფელად იარეთ.
სხვებისთვის თავის მოწონება შეწყვიტეთ და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბედნიერი იყოთ, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ შეუპოვრობით და პატიოსნებით მიიღწევა.
ყვავილი № 2
სიჩუმე დააფასეთ და საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმეთ. იმის მიუხედავად, თუ რამდენი ადამიანი გარს გახვევიათ, ზოგჯერ მხოლოდ სიწყნარე და თვითანალიზი გჭირდებათ, რომ კითხვებზე პასუხი და ახალი გზა იპოვოთ.
საკუთარი თავი დროებით პირველ ადგილას დააყენეთ. ეს სარგებელს მოგიტანთ.
ყვავილი № 3
თქვენ ყოველთვის შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ენერგიული ადამიანი იყავით. ამასთან ზედმეტად ამბიციური, რომ გზაზე შემხვედრი ძღვენი არ დაგენახათ.
დრო მოვიდა, შეუპოვრად მუშაობა შეწყვიტოთ და მადლიერება გამოხატოთ იმისთვის, რაც გაქვთ. თქვენი მიღწევების აღიარების გრძნობა არასდროს დაკარგოთ, რადგან სწორედ ეს გიბიძგებთ წინსვლისკენ.
ყვავილი № 4
თქვენს გონებას ოცნებები და გეგმები სჭირდება. რეალობაზე ფოკუსირებას მიჩვეული ხართ და ხშირად ბევრ რამეს ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ. ბოლოს ხვდებით, რომ ამან ღირებული არაფერი მოგცათ.
გონება და გული მოაწესრიგეთ და ისწრაფეთ მხოლოდ იმისთვის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ. ცოტა იოცნებეთ, მიზნები დაისახეთ და სამსახურზე ყურადღება გაამახვილეთ, მხოლოდ ერთი შედეგის დამახსოვრებით.
ყვავილი № 5
შიში თქვენი ყველაზე დიდი მტერია. წარსულ ნეგატიურ გამოცდილებას უფლებას აძლევთ, რომ თქვენ და სხვებს თავდაცვაში ხელი შეგიშალოთ. ყოველდღე დამწუხრებული ხართ და უკმაყოფილებას განიცდით.
თავისუფლებაზე გაიჭერით, ახლის დაწყების არ შეგეშინდეთ და ბედნიერებისთვის ახალი მიზეზები იპოვეთ. წარსულმა თქვენი ცხოვრება არ უნდა აკონტროლოს და მომავალ ბედნიერებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. საკმარისი ძალა გაქვთ, რომ სიტუაცია შეცვალოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ყვავილი № 6
წარმოუდგენლად მგრძნობიარე და გულუხვი ადამიანი ხართ, რომელიც სხვების ბედნიერებასა და წარმატებაში საკუთარ ბედნიერებას ხედავს. თქვენნაირი ადამიანი მსოფლიოში ძალიან ცოტაა და დიდ მადლიერებას იმსახურებთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, ვერავის დაეხმარებით.
სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი შეიყვარეთ და გაუფრთხილდით. კარგ ურთიერთობას თქვენც იმსახურებთ.