Connect with us

ჯანმრთელობა

აი როგორ უნდა მომზადდეს სასარგებლო ნუთელა სახლის პირობებში

შეგიძლიათ გემრიელი და სასარგებლო ნუთელა მოამზადოთ, რათა მთელი მისი უპირატესობები გამოიყენოთ. ასევე თავს აარიდებთ გარკვეული მავნე დანამატების მოხმარებას აიცილებთ თავიდან. ამ სტატიაში სახლში მომზადებული გემრიელი და სასარგებლო ნუთელას რეცეპტს გასწავლით.

სახლში მომზადებული ნუთელას უპირატესობები

სანამ რეცეპტზე ვისაუბრებთ, გაიგეთ სახლში მომზადებული ნუგბარის უპირატესობები რადგან ის არამარტო გემრიელია არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც.

დაახლოებით ორი სუფრის კოვზი ნუთელა 1 გრამ ბოჭკოს შეიცავს, ეს 4 პროცენტია იმ 25 გრამი ბოჭკოდან, რომელიც ქალს ყოველდღიურად ესაჭიროება. ასევე, ეს არის 3% იმ 38 გრამიდან რომელსაც მამაკაცები მოიხმარენ. ბოჭკო ქოლესტერინის დონის შემცირებაში გვეხმარება.

ქოლესტერინის ჯანმრთელი დონის შენარჩუნება გვეხმარება გულის დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებაში, მათ შორის გულის შეტევის. 2011 წელს, “კლინიკური კვების ევროპულ ჟურნალში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იმ პაციენტებში, რომლებიც ყოველდღიურად 30 გრამ თხილს – 4 კვირის განმავლობაში მიირთმევდნენ, ქოლესტერინის საერთო დონის შემცირება შეინიშნებოდა.

რკინა

2 სუფრის კოვზ სახლში დამზადებულ ნუთელაში თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო რკინის დღიური დოზის 4% შედის. რკინა სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებასა და იმუნური სისტემის დაცვაშიც გვეხმარება. კალცი მხარს უჭერს კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობას, ასევე არეგულირებს სისხლის წნევას, შეუძლია ინსულტისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება.

რა დაგვჭირდება:

  • 1 1/2 ჭიქა თხილი
  • 1/2 ჭიქა ნუში
  • 1/2 ჭიქა არარაფინირებული შაქარი
  • 7-9 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი ტყის თხილის ზეთი (ან ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი)
  • ცოტა დრო.

1. ჟარუნაზე თანაბრად დაალაგეთ თხილი და ღუმელში, 200 გრადუს ტემპერატურაზე – 8 წუთით შედეთ.
2. გააცივეთ და მოაშორეთ ქერქი
3. მოათავსეთ სამზარეულო კომბაინის ჭიქასი და დაფქვით 5 წუთის განმავლობაში, სანამ კარაქს არ დაემსგავსება.
4. დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და გააგრძელეთ სანამ საჭირო ტექსტურას არ მიიღებთ. ზოგს უფრო ხრაშუნა ტექსტურა მოსწონს ზოგს კი – რბილი. დატკბით!

თქვენი ნუთელა პატარა შუშის ქილებში გადაიტანეთ და მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გაუნაწილეთ.
საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე თუ გიფიქრიათ – ეს საუკეთესო დასაწყისი იქნება!