Connect with us

ვიდეო

აი, როგორ დავუბრუნოთ ხელის კანს სირბილე ნატურალური საშუალებების დახმარებით

ხელის კანის აღდგენას რამდენიმე პროდუქტის გამოყენებით შეძლებთ, რომელთაც სამზარეულოს კარადაში იპოვით.

სამზარეულოს ზოგიერთი ინგრედიენტი ხელის მოსავლელად შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. გთავაზობთ შინაურულ, მარტივ, ნატურალურ და ეკონომიურ რეცეპტებს, რომელთა გამოყენებით თქვენი ხელის კანი ნაზი და რბილი გახდება.

შინაურული ხელის კრემი კანის დასარბილებლად

პირველ რიგში, შეგიძლიათ კაკაოს ზეთი გამოიყენოთ. კაკაოს ზეთი შაქარს და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს აურიეთ. ასე ეფექტურ ხელის სკრაბს მიიღებთ.

მეორეც, თუ ძალიან მშრალი ხელის კანი გაქვთ, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი წაისვით და დაიმასაჟეთ. თუ ღრმად დატენიანება გსურთ, ბამბის ხელთათმანები ჩამოიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ.

რამდენიმე წუთით ხელის თბილი აბაზანა გაიკეთეთ, შემდეგ ხელები გაიმშრალეთ და კვერცხის გულის და 2 ს/კ ზეთის ნარევი წაისვით. როცა ნარევი გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს რბილი და ჯანსაღი ხელის კანის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლიმონის წვენი კანის დასარბილებლად

ხელის კანი რომ დაარბილოთ, შეგიძლიათ რძე შეათბოთ მანამ, სანამ თბილი გახდება, შემდეგ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატოთ და მასში ხელები 10 წუთით ჩადოთ.

შვრია ხელებს გლუვ კანს მიანიჭებს

კიდევ ერთი შინაურული საშუალება ხელის კანის დასარბილებლად – შვრია წყალზე მანამ მოხარშეთ, სანამ ფაფას არ მიიღებთ. მასში ხელები მოათავსეთ და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს მეთოდი ხელის კანს არბილებს, ფრჩხილებს აძლიერებს და მტვრევადობისგან იცავს.  ამისთვის ნიორი დაჭერით და წყლით სავსე თასში 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ხელები ამ ნარევში 20 წუთით ჩადგით. ასე ფრჩხილების სწრაფად გაზრდას შეძლებთ.

თქვენ შეგიძლიათ ხელის კრემი მოამზადოთ. ამისთვის გლიცერინი, ლიმონის წვენი და თაფლი თანაბარი პროპორციით აურიეთ.

ლაქების მოსაშორებლად კვირაში ორჯერ ხორბლის ზეთი წაისვით.

თუ ხელის სიმშრალე გაწუხებთ, დამატენიანებელი ზეთი გამოიყენეთ, რომელიც კანის აღმდგენ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს.

ასეთი კრემი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და თქვენი ხელები უფრო ახალგაზრდული გახდება. ამ მეთოდით მკვდარი უჯრედების მოშორებას შეძლებთ.

იდეალურ შემთხვევაში თქვენ მიერ გამოყენებული სკრაბი ზეთებსა და მკვებავ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, რომელიც თქვენი ხელის ხარისხს გააუმჯობესებს.

ასევე, შინაურული საშუალებების პრაქტიკაში გამოყენება რეკომენდებულია. მაგალითად, „შოკოლადის თერაპია“, რომელიც ცხელი შოკოლადის და ხილის პარაფინების ნარევში ხელების 5 წუთით ჩადებას გულისხმობს.

ეს თერაპია ღრმად დატენიანებას ხელს შეუწყობს და თქვენს კანს ყველა აუცილებელ ვიტამინებს და მკვებავ ნივთიერებებს დაუბრუნებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement