საკითხავი
აი, რატომ არის ნამდვილად სახიფათო ბამბის ჩხირებით ყურების გაწმენდა
ჩვენთვის ჩვეული ნივთი, ბამბის ჩხირი ჯერ კიდევ 1923 წელს, პოლონეთიდან ამერიკაში გადასულმა ლეო გერსტენზანგმა გამოიგონა. გამოგონება მას ცოლმა შთააგონა, რომელიც ბამბას კბილის საჩიჩქნზე ახვევდა.
1972 წელს კი ბამბის ჩხირით ყურის დაზიანების შესახებ პირველი გაფრთხილება გამოჩნდა.
მეცნიერების აზრით, ადამიანები ყურში დაგროვებული გოგირდის მოსაშორებლად ბამბის ჩხირის გამოყენებას, მის მიერ გამოწვეული პრობლემების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით ხსნიან. ექიმებმა (ზოგიერთი მწარმოებელი შეფუთვაზე უთითებს) მხოლოდ ახლახანს დაიწყეს იმაზე საუბარი, თუ ყურში ბამბის ჩხირის გამოყენებას რა საფრთხე ახლავს.
ბამბის ჩხირის გამოყენება ყველაზე სახიფათო ბავშვის ჰიგიენაშია, რადგან მათ ვიწრო ყურის არხი აქვთ. 2017 წელს Journal of Pediatris-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1990-დან 2010 წლამდე, 20 წლის განმავლობაში 18 წლამდე ასაკის 263 338 ბავშვი საავადმყოფოში ყურის დაზიანებით გადაიყვანეს, რომლებიც ბამბის ჩხირის გამოყენებით იყო გამოწვეული.
ოტორინოლარინგოლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ ნივთის გამოყენება გოგირდს ყურის არხში ღრმად აგდებს, სადაც მისი დაპრესვა ხდება.
ჩხირებით შეიძლება ყურის არხი და შუა ყური დაიზიანოთ, რაც ძლიერ ტკივილს და სისხლდენას იწვევს. უარეს შემთხვევაში ადამიანი სმენას სამუდამოდ კარგავს. პერფორირებული შუა ყური ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
ნებისმიერი ნივთი, რომელიც ყურს ჭარბი გოგირდისგან გაწმენდაში ხელს უშლის, არა მხოლოდ დროებით, არამედ მუდმივ დაზიანებას იწვევს.
გოგირდი ყურში უსარგებლო ნივთიერება არაა და სტერეოტიპების მიუხედავად ყურის სისუფთავის ნიშანია – გოგირდის არსებობა და არა პირიქით.
რატომ? გოგირდი ყურის ბაქტრიებისგან დამცველი ბუნებრივი საფარია და თვითგაწმენდისთვის საჭიროა. გარდა ამისა, ნივთიერება ყურში ქავილს არ იწვევს, სხვადასხვა ფერის არსებობს და სუნიც ინდივიდუალური აქვს.
ოტორინოლარინგოლოგების უმეტესობა ყურში გოგირდის მოშორებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ყურის ჰიგიენა – საპნით გაწმენდა, სადამდეც საჩვენებელი თითი აღწევს. ყურის არხიდან გოგირდის მოშორების შემთხვევაში ექიმები ოტიტს, სოკოს და გოგირდის საცობს გვპირდებიან.
ზოგიერთი ექიმი ბამბის ჩხირის გამოყენების ნებართვას იძლევა, მაგრამ მხოლოდ ყურის ნიჟარის და არა ყურის არხის გასაწმენდად.
სწორი მოვლის შემთხვევაში გოგირდის საცობი და სმენის გაუარესება იშვიათი მოვლენაა. ასეთ დროს ოტორინოლარინგოლოგ-აუდიოლოგთან შემოწმებაზე უნდა მიხვიდეთ. ექიმი ჭარბ გოგირდს უსაფრთხოდ ამოგიღებთ ან მის დასაშლელად წვეთებს დაგინიშნავთ.
აი, რამდენიმე საერთო რჩევა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
- გოგირდი ნორმალურია, თუ საცობს არ ქმნის, სმენის არხს არ კეტავს და ტკივილს არ იწვევს.
- ჭარბი გოგირდის სიმპტომები: სმენის დაქვეითება, ხმის დამახინჯება ან ცვლილება, შეშუპების, ყურის გავსების და ზუილის შეგრძნება.
- თუ გოგირდის დაგროვებისკენ მიდრეკილება გაქვთ, ექიმს ჰკითხეთ, თუ ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეთ.
- ტკივილის ან სისხლდენის შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. სისხლდენა ყურის გოგირდთან კავშირში არასდროსაა.
- როცა ყურს ზედმეტად წმენდენ, მოსალოდნელია ქავილი, ინფექციის ან დაზიანების სიმპტომები.
- ყურის საწმენდად გასაღები, თმის სარჭი, ასანთი, კბილის საჩიჩქნი ან სხვა მსგავსი ნივთი არასდროს გამოიყენოთ.
- თუ ყურის ოპერაცია გადაიტანეთ ან ყურის ნიჟარა დაზიანებული გაქვთ, ჭარბი გოგირდის დამოუკიდებლად ამოღება არ სცადოთ. სპეციალისტს მიმართეთ.
რისთვის არის საჭირო ბამბის ჩხირები?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბამბის ჩხირი არა ეკოლოგიური ნაწარმია.
მეორე მხრივ, მას ლაბორატორიებში ნაცხის ასაღებად იყენებენ. სილამაზის სალონებში კი მაკიაჟის და მანიკიურის გასაკეთებლად იყენებენ. ბამბის ჩხირით ბინაში რთულად მისაწვდომი ადგილების გაწმენდა მოსახერხებელია.
ზოგიერთ ქვეყანაში ეკოლოგიური ზრუნვის გამო ბამბის ჩხირის გამოყენება აკრძალულია.
თუ დაგჭირდებათ, შინაურულ ბამბის ჩხირს მარტივად დაამზადებთ, რომელიც ნაკლებ ზიანს მოგიტანთ. უბრალოდ ბამბის თხელი ფენა კბილის საჩიჩქნის ან უფრო გრძელ ხის ჯოხს დაახვიეთ. და ყურში უცხო ნივთი არ ჩაიდოთ!