Connect with us

საკითხავი

აი, რატომ არის ნამდვილად სახიფათო ბამბის ჩხირებით ყურების გაწმენდა

ჩვენთვის ჩვეული ნივთი, ბამბის ჩხირი ჯერ კიდევ 1923 წელს, პოლონეთიდან ამერიკაში გადასულმა ლეო გერსტენზანგმა გამოიგონა. გამოგონება მას ცოლმა შთააგონა, რომელიც ბამბას კბილის საჩიჩქნზე ახვევდა.

1972 წელს კი ბამბის ჩხირით ყურის დაზიანების შესახებ პირველი გაფრთხილება გამოჩნდა.

მეცნიერების აზრით, ადამიანები ყურში დაგროვებული გოგირდის მოსაშორებლად ბამბის ჩხირის გამოყენებას, მის მიერ გამოწვეული პრობლემების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით ხსნიან. ექიმებმა (ზოგიერთი მწარმოებელი შეფუთვაზე უთითებს) მხოლოდ ახლახანს დაიწყეს იმაზე საუბარი, თუ ყურში ბამბის ჩხირის გამოყენებას რა საფრთხე ახლავს.

ბამბის ჩხირის გამოყენება ყველაზე სახიფათო ბავშვის ჰიგიენაშია, რადგან მათ ვიწრო ყურის არხი აქვთ. 2017 წელს Journal of Pediatris-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1990-დან 2010 წლამდე, 20 წლის განმავლობაში 18 წლამდე ასაკის 263 338 ბავშვი საავადმყოფოში ყურის დაზიანებით გადაიყვანეს, რომლებიც ბამბის ჩხირის გამოყენებით იყო გამოწვეული.

ოტორინოლარინგოლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ ნივთის გამოყენება გოგირდს ყურის არხში ღრმად აგდებს, სადაც მისი დაპრესვა ხდება.

ჩხირებით შეიძლება ყურის არხი და შუა ყური დაიზიანოთ, რაც ძლიერ ტკივილს და სისხლდენას იწვევს. უარეს შემთხვევაში ადამიანი სმენას სამუდამოდ კარგავს. პერფორირებული შუა ყური ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

ნებისმიერი ნივთი, რომელიც ყურს ჭარბი გოგირდისგან გაწმენდაში ხელს უშლის, არა მხოლოდ დროებით, არამედ მუდმივ დაზიანებას იწვევს.

გოგირდი ყურში უსარგებლო ნივთიერება არაა და სტერეოტიპების მიუხედავად ყურის სისუფთავის ნიშანია – გოგირდის არსებობა და არა პირიქით.

რატომ? გოგირდი ყურის ბაქტრიებისგან დამცველი ბუნებრივი საფარია და თვითგაწმენდისთვის საჭიროა. გარდა ამისა, ნივთიერება ყურში ქავილს არ იწვევს, სხვადასხვა ფერის არსებობს და სუნიც ინდივიდუალური აქვს.

ოტორინოლარინგოლოგების უმეტესობა ყურში გოგირდის მოშორებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ყურის ჰიგიენა – საპნით გაწმენდა, სადამდეც საჩვენებელი თითი აღწევს. ყურის არხიდან გოგირდის მოშორების შემთხვევაში ექიმები ოტიტს, სოკოს და გოგირდის საცობს გვპირდებიან.

ზოგიერთი ექიმი ბამბის ჩხირის გამოყენების ნებართვას იძლევა, მაგრამ მხოლოდ ყურის ნიჟარის და არა ყურის არხის გასაწმენდად.

სწორი მოვლის შემთხვევაში გოგირდის საცობი და სმენის გაუარესება იშვიათი მოვლენაა. ასეთ დროს ოტორინოლარინგოლოგ-აუდიოლოგთან შემოწმებაზე უნდა მიხვიდეთ. ექიმი ჭარბ გოგირდს უსაფრთხოდ ამოგიღებთ ან მის დასაშლელად წვეთებს დაგინიშნავთ.

აი, რამდენიმე საერთო რჩევა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • გოგირდი ნორმალურია, თუ საცობს არ ქმნის, სმენის არხს არ კეტავს და ტკივილს არ იწვევს.
  • ჭარბი გოგირდის სიმპტომები: სმენის დაქვეითება, ხმის დამახინჯება ან ცვლილება, შეშუპების, ყურის გავსების და ზუილის შეგრძნება.
  • თუ გოგირდის დაგროვებისკენ მიდრეკილება გაქვთ, ექიმს ჰკითხეთ, თუ ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეთ.
  • ტკივილის ან სისხლდენის შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. სისხლდენა ყურის გოგირდთან კავშირში არასდროსაა.
  • როცა ყურს ზედმეტად წმენდენ, მოსალოდნელია ქავილი, ინფექციის ან დაზიანების სიმპტომები.
  • ყურის საწმენდად გასაღები, თმის სარჭი, ასანთი, კბილის საჩიჩქნი ან სხვა მსგავსი ნივთი არასდროს გამოიყენოთ.
  • თუ ყურის ოპერაცია გადაიტანეთ ან ყურის ნიჟარა დაზიანებული გაქვთ, ჭარბი გოგირდის დამოუკიდებლად ამოღება არ სცადოთ. სპეციალისტს მიმართეთ.

რისთვის არის საჭირო ბამბის ჩხირები?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბამბის ჩხირი არა ეკოლოგიური ნაწარმია.

მეორე მხრივ, მას ლაბორატორიებში ნაცხის ასაღებად იყენებენ. სილამაზის სალონებში კი მაკიაჟის და მანიკიურის გასაკეთებლად იყენებენ. ბამბის ჩხირით ბინაში რთულად მისაწვდომი ადგილების გაწმენდა მოსახერხებელია.

ზოგიერთ ქვეყანაში ეკოლოგიური ზრუნვის გამო ბამბის ჩხირის გამოყენება აკრძალულია.

თუ დაგჭირდებათ, შინაურულ  ბამბის ჩხირს მარტივად დაამზადებთ, რომელიც ნაკლებ ზიანს მოგიტანთ. უბრალოდ ბამბის თხელი ფენა კბილის საჩიჩქნის ან უფრო გრძელ ხის ჯოხს დაახვიეთ. და ყურში უცხო ნივთი არ ჩაიდოთ!

დაწერეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ვიდეო16 hours ago

რა სარგებელს შეიცავს ჯანმრთელობისთვის წყალი კოჭასთან ერთად

ჯანმრთელობა16 hours ago

სათვალის მოცილების დროა! ეს მეთოდი მხედველობას 97%-ით აღადგენს!

თავის მოვლა16 hours ago

ჯადოსნური მცენარე თმის მოსავლელად: რეცეპტები ალოეთი

სხვა16 hours ago

დეკემბერში დაბადებული ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან და უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ყვავილები17 hours ago

როგორ მოვუაროთ გერანს ზამთრის დასაწყიში

მოდა და სტილი2 days ago

როგორ არ უნდა შეხვდეთ ვირთხის წელს

თავის მოვლა2 days ago

12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომელიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უკეთ მოქმედებს

თავის მოვლა2 days ago

სელის თესლი ბოტოქსის ნაცვლად. 10 პროცედურის შემდეგ საკუთარ თავს ვერ იცნობთ

ჯანმრთელობა2 days ago

პროპოლისის და ამ ინგრედიენტის კომბინაცია განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა. თავად სცადეთ

ჯანმრთელობა3 days ago

ექიმები მშობლებს, ბავშვის მოცვლილი კბილის შენახვას ურჩევენ და აი რატომ…

ვიდეო4 weeks ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

კულინარია3 weeks ago

მაღაზიაში გაფუჭებამდე მისულ ხურმას ძალიან იაფად ვყიდულობ. ვამზადებ ფორთოხლისფერ წამალს, რომელიც – ნამდვილი აღმოჩენაა!!!

ჯანმრთელობა3 weeks ago

რომელ დაავდებებს კურნავენ კატები

საკითხავი2 weeks ago

აი, რატომ ვყინავ ხურმას და ყველას ვურჩევ

ჯანმრთელობა2 weeks ago

დაიწყეთ კაკლის ჭამა ყოველდღიურად

სხვა5 days ago

ჭიქა წყალი მარილით და ძმრით სასწაულებს ახდენს: ის უბრალოდ ოთახში დადგით!

თავის მოვლა4 weeks ago

ასე გააკეთეთ და ქუსლებზე ნახეთქებსა და კოჟრებს მხოლოდ 10 დღეში მოიშორებთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

სხვა2 weeks ago

როგორ გავზარდოთ კურკისგან – ლიმონი?! მეთოდი რომელიც ნამდვილად მუშაობს!

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალახების მცოდნე ელენა ზაიცევის ფასდაუდებელი რჩევები – საუკუნეების სიბრძნე

ტრენდული