Connect with us

ჯანმრთელობა

ათიდან – შვიდამდე: როგორ წმენდს ძილი ჩვენს ტვინს და ამცირებს დემენციის რისკებს

7 ან უკეთესი – 8 საათიანი უწყვეტი ძილი ის მინიმუმია რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. ძილი საკმაოდ ღრმა უნდა იყოს რადგან სწორედ ნელი ძილის პირობებში ხდება ორგანიზმის განტვირთვა. უმეტესად არასაკმარისად ან ცუდად გვძინავს, ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე: იმატებს გლუკოზის დონე, ორგანიზმს უჭირს ანთებებთან გამკლავება, იზრდება სიმსივნისა და გულის დაავადებების განვიტარებს რისკები. დღეს მოგითხრობთ თუ რა ხდება ჩვენს მთავარ ორგანოში მაშინ როდესაც გვძინავს.

უმჯობესდება მეხსიერება

ეს ძილის ერთერთი უმტავრესი ფუნქციაა – ხანგრძლივი მეხსიერების გამაგრება და კონსოლიდაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გარკვეული ნეირონული კავშირების გამაგრების და ზედმეტი დაზიანებებისად აინფორმაციის წაშლის ხარჯზე ხდება. დღის განმავლობაში უამრავი ნეირონის კავშირები წარმოიქმნება, თუმცა ძილის დროს ტვინი წყვეტს რომელიც ინფორმაცია უნდა შეინახოს და რომელი წაშალოს. კვლევები ადასტურებენ: თუ ახალი ინფორმაციის შესწავლად 2 დღის განმავლობაში ხდება და მონაწილეებს ღამე კარგად ძინავთ – ახალი მოანცემების ათვისება უფრო იოლად ხდება.

გამოიდევნება ტოქსინები, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ტოქსინებიც

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა: საშიში შენაერთები ჩვენი ორგანიზმიდან ღამით უფრო აქტიურად გამოიდევნებან. ტვინის ლიმფური სისტემა ნამდვილა მუშაობას მაშინ იწყებს როდესაც ვიძინებთ. ამ დროს ტვინის უჯრედებს შორის სივრცე იზრდება, რაც “ნაგვის” გამოდევნას უწყობს ხელს, მათ შორის ალცჰეიმერის დაავდების ხელშემწყობი მავნე ნივთიერებებიც იგულისხმება.

უმჯობესდება კოგნიტური შესაძლობები

მნიშვნელოვანი წესი რომელსაც დამწყებ მძღოლებს ასწავლიან: არავიტარ შემთხვევაში დაჯდეთ საჭესთან – უძილო ღამის შემდეგ. რაც უფრო ცუდად გვძინავს მით ნაკლებად შეგვიძლია რთული მოქმედებების შესრულება და მით უფრო უარესდება ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები რადგან ამ ფუქციებს ტვინში სწორედ ძილი არეგულირებს.

აუმჯობესებს შემოქმედებით შესაძლებლობებს

თუ საკმარისად არ გვძინავს, ჩვენი დივერგენტული აზროვნება სუსტედება – სწორედ ის არის პასუხისმგებელი არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოძიებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაზე. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მონაწილეებს 32 საათის განმავლობაში არ ეძინათ, დროის გასვლის შემდეგ მათ რადმენიმე ტესტი შესათავაზეს. მოხალისეთა უმრავლესობამ შემოქმედებითი უნარჩვევების, მოქნილობისა და ორიგინალურობის ძალიან ცუდი მაჩვენებელი მიიღეს.

გვეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაში

დეპრესია და ძილის პრობლემები მჭიდრო კავშირში არიან. ადამიანები რომელბიც დეპრესიით იტანჯებიან – ვერ იძინებენ ან პირიქით ჩვეულებრივზე დიდხანს ძინავთ, მაგალითად, 12, 14 ან მეტი საათი. ეს იმით აიხსნება, რომ დეპრესიის მდგომარეობაში ღრმა ძილის ფაზა თითქმის არ დგება და ორგანიზმი რეაბილიტირებასა და დასვენებას ვერ ასწრებს. იქმნება დახურუსლი წრე: დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად და გამოსაჯანმრთელებლად ძილის გაუმჯობესებაა საჭირო. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები როლებსაც დღე-რამეში 6 საათზე ნაკლები ან 8 საათზე მეტი სძინავთ – დეპრესიისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. უძილობის მქონე ადამიანებს კი გაცილებით ხშირად აწუხებთ შფოთვა. ამის ახსნა შეიძლება ტვინის იმ ნაწილის დარღვევით აიხსნას რომელიც ორგანიზმის ცირკადულ რითმს მართავს.