Connect with us

ჯანმრთელობა

D ვიტამინის დეფიციტის 7 სახიფათო ნიშანი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება

ადამიანებს შორის ვიტამინების დეფიციტი ძალიან გავრცელებული მოვლენა გახდა. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის. D ვიტამინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ძვლებს ზრდასა და გაძლიერებაში ეხმარება.

საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის გარეშე ძვლები თხელი და მტვრევადი გახდება. რთულ შემთხვევაში D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში რაქიტს და ზრდასრულებში ოსტეომალიაციას იწვევს.

აი, რამდენიმე ნიშანი, რომლებიც D ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს.

1. დეპრესიის გრძნობა

კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის დაბალი დონე ტვინში სასარგებლო ქიმიური ნივთიერებების მიწოდებაზე გავლენას ახდენს, რომლის დეფიციტიც პრეტენზიულს და გაღიზიანებულს გვხდის.

2. ქრონიკული ტკივილი

ესაა რეგულარული ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე და სახსრების ტკივილი. D ვიტამინის დაბალი დონის დროს ადამიანი ტკივილს განიცდის.

3. მუდმივი დაღლილობა

ცნობილია, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ენერგიის დონეს და კუნთოვან ფუნქციებს ზრდის. მის გარეშე თავს უფრო დაღლილად იგრძნობთ.

4. ოფლიანი თავი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც D ვიტამინის დეფიციტზე მიგანიშნებთ.

5. დღისით ძილიანობა

ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანებს დღისით ძილის სურვილი და ძილის სხვა დარღვევები აწუხებთ.

6. სურდოს და რესპირატორული ინფექციების ხშირი შეტევები

D ვიტამინი ანთების შემცირებასა და იმუნურ სისტემაში უჯრედების ფუნქციის დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

7. ღრძილების დაავადება

სისხლდენა, სიწითლე და ღრძილების შეშუპება შეიძლება D ვიტამინის დაბალ დონეზე მიგითითებდეთ.

ეს ვიტამინი ჩვეულებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების კანზე მოხვედრის დროს იწარმოება. ზოგჯერ ზოგიერთი საკვებიც შეიცავს.

აი, პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს ყველაზე უფრო მეტად შეიცავენ (მე 100 გრამზე):

  • ცხიმიანი თევზი (ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია) – 200-400
  • ვირთევზას ღვიძლი – 50-მდე
  • კარაქი 80%-იანი ცხიმით – 35-მდე
  • კვერცხის გული – 25-60
  • ძროხის ხორცი – 13
  • სიმინდის ზეთი – 9
  • რძე 3,5%-იანი ცხიმით – 0,3-4

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.