ჯანმრთელობა
B7 ვიტამინის 7 ნატურალური წყარო თქვენი თმის, კანისა და ფრჩხილებისთვის
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. საბედნიეროდ, მათი მიღება კვების პროდუქტებიდან შეგვიძლია. რაში გვჭირდება ბიოტინი, B7 ვიტამინი?
B7 ვიტამინი B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებში შედის. ის სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებების სინთეზით არის ცნობილი, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს.
B7 ვიტამინი მნიშვნელოვანია:
- ზრდისთვის, კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად და მხარდასაჭერად;
- კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის;
- ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლისთვის;
- გულის ჯანმრთელობისთვის, სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად;
- ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.
ამ ვიტამინის დეფიციტი ისეთ პრობლემებს და სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა:
- დაღლილობა და სისუსტე
- კუნთების ტკივილი
- დეპრესია
- ანემია
- თავის კანის სიმშრალე და ქერტლი
- თმის ცვენა
- დერმატიტი
- მადის დაქვეითება
„ყველაზე უფრო სერიოზულ პრობლემად ითვლება ბავშვის ზრდის შეფერხება და ნევროლოგიური აშლილობა.“
არ ინერვიულოთ. B7 ვიტამინის დეფიციტის თავიდან აცილების მეთოდები არსებობს. თქვენ რაციონი შემდეგი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ:
1. კაკალი
არაქისი ამ ვიტამინით მდიდარია. თუ ყოველდღე ¼ ჭიქა მიწისთხილს შეჭამთ, თქვენ B7 ვიტამინის დღიური ნორმის 88%-ს მიიღებთ. ამავე რაოდენობის ნუშის და ნიგვზის მიღება შესაბამისად დღიური დოზის 49% და 19% მოგცემთ.
2. ტკბილი კარტოფილი
1 თეფში ტკბილი კარტოფილი ამ ვიტამინის დღიური დოზის 29 %-ს შეიცავს. ტკბილი კარტოფილი უჯრედისის და A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სხვა მკვებავი ნივთიერებები, რომელსაც ტკბილი კარტოფილი შეიცავს: მანგანუმი, სპილენძი, კალიუმი, პანტოტენური მჟავა და C ვიტამინი.
3. კვერცხი
ერთი მოხარშული კვერცხი თქვენ ორგანიზმს B7 ვიტამინის დღიური დოზის 27%-ით აავსებს. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებელია. კვერცხში შემავალი სხვა მკვებავი ნივთიერებები: სელენიუმი, მოლიბდენი, იოდი, ფოსფორი და A, B2, B12 და D ვიტამინები.
4. ხახვი
1 ჭიქა ხახვი B7 ვიტამინის დღიური დოზის 27%-ს შეიცავს. ანტიოქსიდანტები, ბიოტინი, მანგანუმი, სპილენძი და C ვიტამინი – სხვა მიზეზები, რომლის გამოც ხახვი დღიურ რაციონში უნდა ჩართოთ. შეგიძლიათ უმი ან სხვა კერძებთან ერთად მომზადებული მიიღოთ.
5. შვრია
¼ ჭიქა შვრიის მარცვლები B7 ვიტამინის დღიური ნორმის 26%-ს შეიცავს. შვრია ასევე მდიდარია უჯრედისით, რომელიც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.
6. პომიდორი
1 ჭიქა პომიდორი ამ ვიტამინის დღიური დოზის 24%-ს შეიცავს. გარდა ამისა, პომიდორი შეიცავს მოლიბდენს, კალიუმს, სპილენძს, მანგანუმს, C ვიტამინს და ლიკოპინს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.
7. სტაფილო
1 ჭიქა დაჭრილი სტაფილო B7 ვიტამინის დღიური დოზის 20%-ს შეიცავს. სტაფილო ასევე A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თვალს აძლიერებს. თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, აი სტაფილოს რამდენიმე სასარგებლო კომპონენტი: C და K ვიტამინები, მოლიბდენი, მანგანუმი, პანტოტენურის მჟავა და უჯრედისი.