კულინარია
იდეალური გამწმენდი საუზმე მათთვის, ვისაც მუცლის ხშირი შებერილობა აწუხებს
ჩვენ გთავაზობთ მკვებავი და დაბალანსებული საუზმის ვარიანტს, რომლის რეგულარული მირთმევაც დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შლაკებისგან გაწმენდაში.
კერძი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მისი 1 თვის განმავლობაში მოხმარების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა და სახის ფერი, თმისა და ფრჩხილების ხარისხი. შეძლებთ 2.5 კგ-მდე დაკლებას, თუ, რა თქმა უნდა, არ გაზრდით დღეში ჩვეულებრივ მოხმარებული კალორიების რაოდენობას.
იდეალური საუზმე
ინგრედიენტები
- 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი
- 7 ც შავი ქლიავის ჩირი
- 1 ს.კ. სელის ზეთი ან სელის სრული თესლები
- 1 ჩ.კ. კაკაო
მომზადება
- დაიწყეთ საუზმის მომზადება საღამოს. ქლიავს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი.
- შეურიეთ კაკაო, სელი და შვრია. დაუმატეთ მასას რძის პროდუქტი.
- დაჭერით ქლიავი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. შემდეგ მოათავსეთ კერძით სავსე თეფში მაცივარში. დილამდე იგი მზად იქნება მოხმარებისთვის.
გემრიელად მიირთვით!