კულინარია
არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ეს პროდუქტი მაცივარში! ნუ შეუქმნით საფრთხეს თქვენს ჯანმრთელობას
უცოდინრობის გამო, ჩვენ ხშირად ვალაგებთ მაცივარში იმ საკვებს, რომელიც კატეგორიულად ვერ იტანს სიცივეს – დიახ, აღმოჩნდა, რომ ასეთი პროდუქტიც არსებობს. გაგაცნობთ 20 პროდუქტს, რომელიც სამზარეულოში, მაცივრის გარეთ უნდა დატოვოთ.
1. მთლიანი ნესვი
სიცივე ანახევრებს მთლიან ნესვში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობას. სიცივე აკავებს ანტიოქსიდანტების ზრდას, რაც, ჩვეულებრივ, ნაყოფის მოწყვეტის მერე იწყება. უბრალოდ ჩააციეთ უკვე დაჭრილი ნესვი, რათა ხელი შეუშალოთ ბაქტერიების გამრავლებას.
2. მწვანე რეჰანი(ბაზილიკი)
ეს ტროპიკული მცენარეა, რომელიც, თუ 40 გრადუს ფარენჰეიტზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება, შავდება. ამიტომ, იგი უნდა შეინახოთ ჩრდილში, ხოლო ღეროები მოათავსოთ წყლით სავსე ჭიქაში. ზემოდან ბაზილიკს დაახურეთ პლასტმასის პაკეტი, რათა მცენარემ შეძლოს სუნთქვა და ტენის შენარჩუნება.
3. კარტოფილი
დაბალი ტემპერატურა კარტოფილის სახამებელს შაქრად აქცევს. ეს იწვევს ქვიშისებრ ტექსტურას და ბოსტნეულის მოტკბო გემოს. კარტოფილის შენახვის პირობაა 8°С(მაცივრების უმეტესობა კი 1.5-3ზეა დაყენებული). შეინახეთ იგი ქაღალდის პაკეტში, გრილ სათავსოში. მზის სხივები კარტოფილში ქლოროფილს წარმოქმნის, ამწვანებს და ამწარებს მას.
4. ხახვი
ხახვს ჰაერის მუდმივი ცირკულაცია ესაჭიროება, რომ არ გაფუჭდეს. შეინახეთ იგი ქაღალდის ნახვრეტებიან პაკეტში, სათავსოში, ოღონდ კარტოფილისგან შორს. ხახვი გამოყოფს გაზსა და ნესტს, რომელიც სწრაფად გააფუჭებს კარტოფილს. გააგრილეთ დაჭრილი ხახვი.
5. პომიდორი
ცივი ჰაერი ცვლის პომიდვრის ქიმიურ შემადგენლობას, ანელებს პროცესებს, რომლებიც ახალი არომატისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, ჰაერი აჩქარებს პროცესებს, რომელთა გამოც პომიდორი მკრთალდება.
6. ყავა
ნესტი თქვენს მაცივარში ვნებს ყავის მარცვლებს და თქვენ ვერ მიიღებთ ახალ, არომატულ ყავას. მარცვლები ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში, ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ.
7. ნიორი
8. ცხარე სოუსი
ძმარი და კონსერვანტები, რომლებსაც მაღაზიის ცხარე სოუსი შეიცავს, არ აძლევს სოუსს გაფუჭების საშუალებას საწყობში. მაცივარში კი იგი გემოვნური თვისებების ნაწილს კარგავს.
9. თაფლი
თაფლის შენახვა მაცივარში კატეგორიულად დაუშვებელია. დაბალ ტემპერატურაზე ის კრისტალიზდება, ოთახის ტემპერატურა მისთვის იდეალურია.
10. პურის ნაჭრები
მიუხედავად იმისა, რომ მაცივარში პური ინარჩუნებს თავის ფორმას, აქ ის შრება. თუ ბევრი პური გაქვთ, შეინახეთ იგი საყინულეში, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე კი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
11. თხილი
თხილეულმა გემო რომ არ დაკარგოს, შეინახეთ იგი ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე.
12. ავოკადო
ეს კარაქისებრი მწვანე ხილი, უმჯობესია, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯერ არ დამწიფებულა და მაშინვე აპირებთ მის მირთმევას. სხვა შემთხვევაში, ავოკადო, რომელიც სწრაფად გადადის მწიფე სტადიიდან გადამწიფებულში, მაცივარში უფრო დიდხანს ინახება.
13. ატამი
ატამი, ქლიავი, ნექტარინი და გარგარი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა ბოლომდე დამწიფება შეძლონ.
14. მზესუმზირის ზეთი
ზეთი უნდა შეინახოთ გრილ, ბნელ ადგილას. მისი შენახვა მაცივარში იწვევს მის წებვადობასა და თვისებების დაკარგვას.
15. კიტრი
კიტრი უნდა შეინახოთ გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში, თორემ ასე წყლიანი კიტრი შეგრჩებათ ხელში.
16. ბულგარული წიწაკა
მაცივარში წიწაკა კარგავს თავის გემოვნურ თვისებებსა და სიხრაშუნეს.
17. მწნილი
კიტრის ან პომიდვრის მწნილის ბოლო ქილის მოხუფვისას, ნუ იჩქარებთ მათ მაცივარში შედგმას. ისინი მარინადშია მოთავსებული, ამიტომ მშვიდად დაალაგეთ საწყობში, არ გაფუჭდება.
18. შოკოლადი
შეინახეთ შოკოლადი გრილ, ბნელ ადგილას იმისათვის, რომ გემოვნური თვისებები შეუნარჩუნოთ. მაცივრის კონდენსატი მასზე ნეგატიურად მოქმედებს.
19. ბადრიჯანი
თუ შეძენის შემდეგ ბადრიჯანს მაშინვე ან რამდენიმე დღეში შეჭამთ, შეგიძლიათ ის სამზარეულოში, მაცივრის გარეთ შეინახოთ. მაცივარში იგი კარგავს გემოვნურ თვისებებს. გაამახვილეთ ყურადღება, რომ ბადრიჯანს შენახვის მოკლე ვადა აქვს, ამიტომ ნუ გადადებთ მის მომზადებას.
20. მთლიანი საზამთრო
არაა საჭირო მაცივარში უზარმაზარი საზამთროსთვის ადგილის გათავისუფლება. შეინახეთ ეს ხილი ოთახის ტემპერატურაზე მანამ, სანამ მისი დაჭრის დრო არ მოვა. დაჭრის შემდეგ გაახვიეთ იგი პოლიეთილენის პარკში და მოათავსეთ მაცივარში.