Connect with us

საკითხავი

მინი-ბანანების საიდუმლო წარმოუდგენლად მარტივია – ეს ხომ სავსებით ლოგიკურია!

ბანანი – ეგზოტიკური ხილია, რომელიც ჩვენთან ძალიან დიდი ხნის წინ შემოვიდა. დარეგულირებული ექსპორტის წყალობით, ჩვენ მისი ჭამა ზამთარ-ზაფხულ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ იყენებენ ჩვენი დიასახლისები ბანანს უამრავ კერძში. ახლა რთულია ხილის ტორტის წარმოდგენა ბანანის გარეშე. მის გარეშე არც სმუზი და იოგურტები გამოვიდოდა გემრიელი.

ალბათ, ბაზარზე ან სუპერმარკეტში, ჩვეულებრივი ბანანის გვერდით, გინახავთ მცირე ზომის ხილი, რომელიც ჩვეულებრივზე რამდენჯერმე ძვირი ღირს. საქმე ისაა, რომ ამ ხილის 500-მდე არსებულ სახეობებს შორის, ჩვენს რეგიონში მხოლოდ “კავენდიშისა” (ჩვეულებრივი ბანანის) და “მანდილოსნის თითების”(მინი ბანანების) ყიდვაა შესაძლებელი. ორივე სახეობა დესერტის ტიპისაა, თუმცა გემოთი განსხვავდება.

რატომაა მინი-ბანანი ჩვეულებრივზე უფრო ძვირი

საიდუმლო არაა, რომ ჩვეულებრივი ბანანები ჯერ კიდევ მკვახე იკრიფება, ხოლო დამწიფებას ისინი ტრანსპორტირების პერიოდში ასწრებენ. ხოდა, მინი-ბანანის დამწიფებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივს. ამიტომ, ნაყოფის შეგროვება, შეფუთვა და გაგზავნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დანიშნულების ადგილამდე გაფუჭებული პროდუქტი ჩავიდეს.

სწორედ მიტანის სისწრაფე ახდენს გავლენას საბოლოო პროდუქტზე, რამდენადაც მწარმოებელი ზედმეტს იხდის სწრაფი ექსპორტისთვის. ჰო მართლა, “კავენდიშისა” და მინი-ბანანების ადგილობრივი ღირებულება თითქმის ერთი და იგივეა.

რამდენად განსხვავდება მინი-ბანანი გემოვნური თვისებებით

ბანანის მწვანე ნაყოფი, სახეობის მიუხედავად, მსგავსი გემოსია დიდი რაოდენობით სახამებლის გამო. გემო მხოლოდ სიმწიფის ხარისხის მიხედვით იზრდება, ხანდახან რადიკალურადაც კი. მაგალითად, დამწიფებული ან გადამწიფებული “მანდილოსნის თითების” სახეობის ბანანი აღიარებულია გურმანების მიერ და გვახსენებს ათქვეფილი ნაღების გემოს.

ჩვენთვის ჩვეული “კავენდიში”, გადამწიფებული სახით, პრაქტიკულად არ მოიხმარება მკვეთრი სპეციფიკური გემოს გამო. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება კოქტეილებში, ნამცხვრებსა და შვრიის ფაფაში.

მინი-ბანანის სასარგებლო თვისებები

მინი-ბანანი ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა არა იმაზე მეტად, რამდენადაც ბანანის ნებისმიერი სხვა სახეობაა. ამასთან, სიმწიფის ხარისხის მიხედვით, ისინი სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ორგანიზმზე. რეკომენდებულია მისი მოხმარება გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და გულის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ბანანები დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს, მათ შორის ყველაზე დიდი წილი კალიუმსა და მაგნიუმზე მოდის. სწორედ ამიტომ გიცავთ ბანანის მოხმარება დეპრესიისგან, წმენდს ნაწლავებს და აძლიერებს იმუნიტეტს.

ბანანი დიეტისთვის

ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, ბანანი მაინც კალორიული ხილია. ამ პროდუქტის დიეტაში ჩართვისას უნდა გახსოვდეთ, რომ მწიფე ბანანები გაცილებით კალორიულია, თუმცა უკეთაც აითვისება ორგანიზმის მიერ. მიღებული ენერგია აუცილებლად უნდა დახარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ცხიმოვან ქსოვილად იქცევა.

“მანდილოსნის თითების” კალორიულობა, სხვათაშორის, ჩვეულებრივ ბანანზე ცოტათი მაღალია. ამ ბანანის სასუსნავის სახით მირთმევისას, შეზღუდეთ რაოდენობა, რადგან დატვირთვას მხოლოდ შეგრძნებებით ვერ იგრძნობთ.

შეიძინოთ თუ არა ამ სახეობის ბანანი – თქვენი საქმეა, თუმცა, მისი ერთხელ მაინც გასინჯვა ნამდვილად ღირს. მინი ბანანებს ორიგინალური გემო აქვთ, რომელიც შესანიშნავად სრულყოფს ნებისმიერ დესერტს ან დამოუკიდებლად შეითვისებს დესერტის ფუნქციას.