Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავაღწიოთ თავი შეშუპებას ბებოს ამ ბუნებრივი საშუალების დახმარებით

ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩნებლად, სხვადასხვა ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებს იყენებს. სახის, კანისა და თმის მოვლა, ფრჩხილებზე ზრუნვა, რეგულარული გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გაკეთება – ყოველივე ეს საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, რისი საშუალებაც ყველას ნამდვილად არ აქვს. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური ინგრედიენტებისაგან შემდგარი საოცრად ეფექტური საშუალებები, რომლებიც გაცილებით უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე არაბიუჯეტური კოსმეტიკა.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ პრობლემას, რომლის წინაშეც საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას. შეშუპება და სიშავე თვალის ქვემოთ – უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც ვიზუალურად ათიოდე წლით გვაბერებს. დღეს წარმოგიდგენთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპეფას სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება. თუ ამ საშუალებას რეგულარულად მიიღებთ, მინიმალურ დროში გათაისუფლდებით შეშუპებისგან და შეძლებთ თვალებიდან სიშავეების მოშორებას.

ეს ორი უსიამოვნო მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორით: არასაკმარისი ძილი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ძილის წინ, ალერგია სხვადასხვა სასმელებსა და პროდუქტებზე, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, სიცხე და სხვ. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ეს საშუალება მის გადაჭრაში დაგეხმარებათ. საჭირო ინგრედიენტები ალბათ უკვე გაქვთ სამზარეულოში?

შეშუპების საწინააღმდეგო სასმელი

მასალები:

  • 1 კონა ოხრახუში
  • 1ც სტაფილო
  • 1ც ფორთოხალი
  • 0.25 ლიმონი
  • 1 ს.კ. სელის თესლი
  • 100-150 მლ სუფთა წყალი

მომზადება:

1. გამოწურეთ წვენი ფორთოხლისგან და ლიმონისგან. ჩაასხით ბლენდერში.

2. გათალეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით სტაფილო. გარეცხეთ ოხრახუში, სელის თესლი და მოათავსეთ ბლენდერში.

3. აურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთნგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის მეშვეობით გადაწუხეთ ჭიქაში. დოლბანდში დარჩენილი მასა არ გვჭირდება.

მიიღეთ ახლადმომზადებული სასმელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუ მასში გემოს გაუმჯობესების მიზნით შაქრის ჩამატებას გადაწყვეტთ გახსოვდეთ, რომ ეს შეამცირებს მის ეფექტურობას.

ამ საშუალების ყოველდღიური მიღებიდან ერთ კვირაში საოცარ ცვლილებებს შეამჩნევთ. გარდა შეშუპების დამარცხებისა, მისი დახმარებით შეძლებთ წონის კლების პროცესის დახმარებას და ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ვიტამინებით. მკურნალობის ამ კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. საშუალოდ, მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში ყოველ დღე და შემდეგ შეისვენეთ.

მინდა გითხრათ, რომ სასმელი საკმაოდ ეგექტურია. დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდან და სასიამოვნო ცვლილებები მინიმალურ დროში თვალსაჩინო იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.