ჯანმრთელობა
ხელის ტკივილი: რას გვეუბნება და რა გავაკეთოთ
სახსრების ტკივილი ბევრისთვის ცნობილია. ადამიანებს საკმაოდ ხშირად სწორედ ხელის ტკივილი აწუხებთ.
ხელის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ჩვენ ორგანიზმში ნებისმიერი უსიამოვნების დროს მედიკამენტების მიღებას ვართ მიჩვეული. ამასთან არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მედიკამენტებს შესაძლოა გვერდითი ეფექტები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არსებობს სააფთიაქო საშუალებები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომებს აქრობენ.ასეთი საშუალებები ძალიან ძვირი ღირს, ამასთან, შესაძლოა, ყალბი შეგხვდეთ და იმკურნალოთ ჩვეულებრივი ცხიმიანი კრემით, რომელსაც სამკურნალო თვისება არ აქვს.
თქვენ ხომ თავად ხვდებით, რომ ასეთი პროდუქციის გამოყენება უაზრობა, ხოლო ნებისმიერი უსიამოვნების დროს აბების გამოყენება სისულელე და ჯანმრთელობისთვის საზიანოა! სწორედ ამიტომ სასწაულმოქმედი საშუალების შესახებ გიამბობთ, რომლის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ. მის შემადგენლობაში შედის კურკუმა – უნიკალური სანელებელი, რომელიც სასარგებლო და ძალიან ეფექტური საშუალებაა. სახსრების ტკივილს ძალიან სწრაფად მოიშორებთ!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ კურკუმას ფხვნილი
- 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 5 ს/კ სუფთა, გაფილტრული წყალი
რა უნდა გააკეთოთ:
უბრალოდ ყველა ინგრედიენტი ნებისმიერ ჭურჭელში მოათავსეთ და აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ნარევი მტკივნეულ ხელზე წაისვით და მსუბუქი მასაჟური მოძრაობა გაიკეთეთ. ნარევი ხელზე 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ძლიერი ანთების დროს ამ ნარევის გამოყენება არ ღირს, რადგან მას გამათბობელი მოქმედება აქვს.
რაში მდგომარეობს კურკუმას ძალა სახსრებისთვის?
ეს შესანიშნავი სანელებელი ჯერ კიდევ ძველი დროიდან არა მხოლოდ კერძის ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ სახსრების ტკივილისა და ანთების მოსაშორებლად გამოიყენება. სანელებელი განსაკუთრებით პოპულარული აზიის ქვეყნებშია.
კურკუმა თირკმელზედა ჯირკვალში წარმოებული ჰორმონის, კორტიზონის დონეს სტიმულირებს და ამით სახსრების ტკივილსა და ანთებას აქრობს. სანელებლის შემადგენლობაში შედის ორი ძლიერი ნივთიერება, კვერცეტინი და კურკუმუნი, ძლიერი ნივთიერება, რომლებიც კურკუმას სასარგებლო თვისებებს ანიჭებენ.
კურკუმას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისა და ნეიტრალიზების ხარჯზე იმუნიტეტს ზრდის.
აი, რა სარგებელი მოაქვს კურკუმას სახსრებისთვის
- ანთებას აქრობს
- ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილებს იცავს
- ხრტილოვანი ქსოვილების დეგენერაციას ამცირებს
- ტკივილს სწრაფად აქრობს
- სახსრებს იცავს
- სახსრების მედიკამენტების მოქმედებას აძლიერებს
- ართრიტის დროს ინფექციებს ებრძვის
- ართრიტის საწინააღმდეგო საშუალებების გვერდით ეფექტებს ამცირებს
სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეთანხმდნენ ერთ მოსაზრებაზე, რომ კურკუმას შიგნით მიღება მთელ ორგანიზმზე, მათ შორის მტკივნეულ სახსრებზე, წარმოუდგენლად კარგ გავლენას ახდენს.
სწორედ ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩაი სანელებელთან ერთად მიიღეთ. ძალიან მარტივად მზადდება. 4 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ კურკუმა დაუმატეთ და 10 წუთით ხარშეთ, გადაწურეთ. ლიმონი, თაფლი ან კოჭა გემოვნებით დაუმატეთ. ასეთი სასმელი დღეში რამდენიმე ჭიქა უნდა დალიოთ, რომ სახსრებზე დადებითი გავლენა იქონიოთ.
რა თქმა უნდა, ხელის სახსრების ტკივილის დროს სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოთ. კვალიფიცირებული ექიმი მკურნალობას, ფიზიკურ ვარჯიშს და დიეტას დაგინიშნავთ. თქვენ მხოლოდ ექიმის გამოწერილი მკურნალობის და ზემოთ აღწერილი საშუალების კომბინაცია მოგიწევთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.