Connect with us

ჯანმრთელობა

მითია თუ რეალობა: იწვევს თუ არა აპენდიციტს მზესუმზირა

ბავშვობიდან გვაფრთხილებდნენ, რომ მზესუმზირის ნაჭუჭი შხამიანი პროდუქტია და რომ იგი აპენდიციტის მიზეზად შეიძლება იქცეს.

თუმცა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მზესუმზირის ნაჭუჭი არც ისე მავნებელია, როგორც მას ხალხი თვლის. აღმოჩნდა, რომ მასში დიდი რაოდენობით ვიტამინი, ამინომჟავა, მინერალი და მცენარეული ცილაა. ყველა ეს ნივთიერება სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარცვლები ძალიან კალორიულია.

თუმცა, ახლა ვერ ვისაუბრებთ მზესუმზირის ნაჭუჭის სარგებელზე, რადგანაც გაირკვა, რომ, მსოფლიოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შედეგად, იგი იგროვებს მძიმე მეტალის მარილებს. კონკრეტულად, მასში აღმოჩნდა კადმიუმი, რაც საგრძნობლად ამცირებს მზესუმზირის სარგებლიანობას.

ის, ვინც მზესუმზირას ნაჭუჭიანად მიირთმევს, მოგვიანებით ამას ძალიან ინანებს, მინიმუმ 3 მიზეზით:

  1. მზესუმზირის ნაჭუჭი მავნეა კბილის ემალისთვის. ის ანადგურებს ამ უკანასკნელს ხანგრძლივი, მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში.
  2. აღნიშნული პროდუქტი ფაქტობრივად არ ექვემდებარება სანიტარულ დამუშავებას. მარტივად რომ ვთქვათ, მზესუმზირა არ ირეცხება. მის კანზე შეიძლება აღმოჩნდეს მავნე ბაქტერიები, ჭიის კვერცხები და ა.შ. მათი მოხმარება არამხოლოდ თვალსაჩინო დიარეას გამოიწვევს, არამედ გაჩნდება კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა, უფრო სერიოზული პრობლემებიც.
  3. ეს მიზეზი ყველაზე საიმედოა: მზესუმზირის ნაჭუჭებს ადამიანის ორგანიზმი ვერ ინელებს. მისი დიდი ნაწილი(თუმცა, ეს ფაქტი არაა) ტოვებს ჩვენს ნაწლავურ ტრაქტს ბუნებრივი გზით, დეფეკაციის დროს. ეს ნორმალურია. არაა ნორმალური ის, რომ ნაჭუჭის რაღაც ნაწილი რჩება და გროვდება აპენდიქსში. მცირე რაოდენობით იგი საშიში არაა იმ კუთხით, რომ ინფექციის მიზეზად ვერ იქცევა. თუმცა, ამ პროცესს ვერ აიცილებთ თავიდან, თუ აპენდიქსი გაივსება. სტაგნაციისა და სისხლის მიწოდების დაქვეითების გამო, აქტიურდება ცილების დაშლის პროცესები. ეს ყველაფერი ანთებას იწვევს.

თუ ქირურგიული განყოფილების პაციენტობა არ გსურთ, ნუ მიირთმევთ მზესუმზირად ნაჭუჭიანად.