ჯანმრთელობა
ჩვეულებრივი ჭარხალი ღვიძლს ყველაზე ეფექტურად წმენდს. როგორ მოვიხმაროთ იგი სწორად
ეს უბრალოდ ბოსტნეულის კოქტეილი კი არა, ღვიძლისთვის ნამდვილი სამკურნალო ელექსირია! ერთხელ, როცა ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა, ექიმმა ანტიბიოტიკების კურსი დამინიშნა.
პრეპარატების კურსის დასრულების შემდეგ, თავს საშინლად ვგრძნობდი: ტივილი გვერდში, სიმწარე პირის ღრუში, მსუბუქი გულისრევა ჭამის შემდეგ – შეგრძნებათა მთელი თაიგული, დამახასიათებელი ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემებისთვის.
კოქტეილი, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ, შემთხვევით აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, მისი მომზადება და გამოყენება მეცადა. უგემრიელესმა სასმელმა ორგანიზმი შეუდარებლად გაწმინდა. 1 კვირის განმავლობაში სწორად ვიკვებებოდი და ყოველდღე ვსვამდი ბოსტნეულის სასმელს, საბოლოო ჯამში კი თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. თქვენც გირჩევთ!
ბოსტნეულის კოქტეილი
ინგრედიენტები
- 3 სტაფილო
- 2 მწვანე ვაშლი
- 1 ჭარხალი
- 1/2 კანგაცლილი ლიმონი
- 1 ნაჭერი ჯანჯაფილი
- რამდენიმე ფოთოლი მწვანე სალათი ან ისპანახი
მომზადება და გამოყენება
1. ათქვიფეთ ყველა ბოსტნეული ბლენდერში(წინასწარ გარეცხეთ და გაწმინდეთ).
2. დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი კონცენტრირებულ ბოსტნეულის სასმელს.
3. მიირთვით ცივად, შეინახეთ მაცივარში.
სტაფილო მდიდარია ფლავანოიდებითა და А ვიტამინით, კვებავს ღვიძლს.
პექტინი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
მწვანე სალათი უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
ჯანჯაფილი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, გაცილებთ მუცლის შებერილობას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
უმი ჭარხალი დიდი რაოდენობით ცელულოზას შეიცავს, რომელიც ნაწლავების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
გამოსცადეთ ამ უგემრიელესი კოქტეილის გამაჯანსაღებელი ეფექტი საკუთარ თავზე. ღვიძლი გაიწმინდება და აღარ შეგაწუხებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!