Connect with us

ჯანმრთელობა

ნაწიბურების მოსაშორებლად ალოე ვერას შინაურული კრემი მოამზადეთ

ბევრ ადამიანს უსიამოვნო შემთხვევის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები აქვს, რომლის მოსაშორებლად მზად არიან ყველაფერი გააკეთონ.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ყველაზე გასაოცარი და ეფექტური შინაურული კრემი, რომელიც ნაწიბურების მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ მარტივი კრემის მომზადების საუკეთესო ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ნატურალური ინგრედიენტი – ალოე ვერა და ხახვი.

ხახვი

ალბათ, უკვე იცით, რომ ხახვი ადამიანის ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა, მაგრამ იცით თუ არა, რომ ხახვი კანის პრობლემების საწინააღმდეგოდ გამოიყენება? აქ ნახავთ, თუ როგორ გამოიყენოთ ხახვი, როგორც ნაწიბურების ეფექტური მოსაშორებელი საშუალება. ხახვი დაზიანებულ კანს აღადგენს. თქვენ უბრალოდ ხახვის ექსტრაქტი უნდა აიღოთ და ნაიარევზე წაისვათ.

ხახვის ექსტრაქტი კოლაგენის წარმოებას ზრდის და ნაწიბურის გარეგნულ მხარეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. უფრო მეტიც, ეს ექსტრაქტი ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურების დროს (ქირურგიული ან ტრავმით გამოწვეული დაზიანება) ძალიან ეფექტურია.

ალოე ვერა

ადამიანები ალოე ვერას ყველაზე ხშირად მზის დამწვრობის, ინფექციების, ჭრილობის დროს გამოიყენებენ. ეს ძალიან სასარგებლო საშუალებაა, რადგან მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და ანთებასა და ქავილს ებრძვის.

სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებით, ეს დაკავშირებულია ორ ძლიერ იმუნომოდულაციურ ნაერთთან: გლიკოპროტეინი და პოლისაქარიდი. მაგალითად, გლიკოპროტეინი ტკივილს და ანთებას ამცირებს. მეორე მხრივ, პოლისაქარიდი კანის აღდგენას და დატენიანებას ხელს უწყობს.

უფრო მეტიც, ზოგიერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ალოე ვერას გელს ნაწიბურების უფრო ეფექტურა მკურნალობა შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივ სამკურნალო საშუალებას.

ეს გასაოცარი შინაურული კრემი გამოიყენეთ და შედეგს დაახლოებით 6-8 კვირაში ნახავთ. კრემის მოსამზადებლად მარტივი ინსტრუქცია გაითვალისწინეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ალოე ვერას გელი
  • ½ ხახვი

მომზადება:

ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

გამოყენება:

ეს გლუვი კრემი დაზიანებულ კანზე წაისვით. გამოიყენეთ ყოველდღე, სანამ შედეგს არ ნახავთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.