Connect with us

ჯანმრთელობა

ემოციური გადაწვა არსებობს და ის ძალიან სახიფათოა

ემოციური გადაწვა დღეს ძალიან პოპულარული ტერმინი გახდა. ზოგს მისი არსებობის სჯერა, ზოგს არა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, თუ ტერმინი ფსიქოლოგიის კუთხით რას ნიშნავს, საიდან მოდის და როგორ უნდა გავუმკლავდეთ.

რა არის ემოციური გადაწვა

თანამედროვე სამყაროში ბევრ ადამიანს დაღლილობა, ნერვიულობა და აპათია აწუხებს. ისინი თვლიან, რომ ასე ემოციური გადაწვა ვლინდება, როცა უკვე ყველაფერი მობეზრდათ, არაფერი სურთ და ირგვლივ არაფერი საინტერესო არ ხდება. ასეთი მდგომარეობა ბევრ ჩვენგანს ახასიათებს. მსგავსი შეგრძნების მასიურობა ფიქრს გაიძულებთ, თუ რა ხდება ჩვენს და ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხის თავს? ნუთუ ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას და პრობლემების გამკლავებას გადავეჩვიეთ?

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აპათია, თავში ფიზიკური ტკივილი, გაღიზიანება, გარშემო სამყაროს, ოჯახისა და სამსახურის მიმართ ინტერესის დაკარგვა ემოციური გადაწვის ნიშნებია. ამ უსიამოვნების მიზეზი შესაძლოა ხანგრძლივი სტრესი ან დეპრესია იყოს.

ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემა სოციალური მდგომარეობის, პროფესიისა და ცხოვრების დონის მიუხედავად შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს შეეხოს. მსგავს მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ ღირებულებებში, ცხოვრების სტილში, ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზებსა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გარკვევას ცდილობს. პოპულარული ფილოსოფოსი მკაცრად აცხადებს, რომ ასეთი მდგომარეობა მოდური მოვლენა კი არა, თაობის დაავადებაა, როგორც მელანქოლია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყიში ფართოდ იყო გავრცელებული.

მსგავსი მასიური საზოგადოებრივი დაავადებები საზოგადოებასა და ინდივიდს შორის დაძაბული ურთიერთობით არის გამოწვეული. ჩვენს დროში ამაზე გავლენა იქონია „ფულმა და სიჩქარემ“. ჩვენ სულ სადღაც მივიჩქარით, გავრბივართ, ხოლო სად და რისთვის არ ვიცით. ხშირად სასიცოცხლო და ემოციური ძალა არ გვყოფნის, რომ საზოგადოების ნაკადს არ ჩამოვრჩეთ.

თანამედროვე ემოციური გადაწვა დაახლოებით 40 წლის წინ დაიწყო. ამასთან დაავადების პირველი ნიშნები გამოვლინდა ისეთი პროფესიების მქონე ადამიანებში, როგორიცაა ექიმები, მასწავლებლები და სოციალური მუშაკები. დღეს კი უკვე ყველა პროფესიაზე ვრცელდება. პირველ რიგში, საფრთხის ქვეშ ქალები არიან. ეს ოჯახსა და სამსახურში გენდერული უთანასწორობით აიხსნება.

თავისი არსით, ემოციურ სფეროში გადაწვა სტრესის საბოლოო ეტაპია, როცა ადამიანს ძალა და სურვილი არ აქვს რომ საკუთარ „მეს“ და საკუთარ შეხედულებას ებრძოლოს. გადაწვის მიზეზი მხოლოდ სამსახური არაა. ადამიანის ფსიქიკაზე ოჯახური ცხოვრებაც გავლენას ახდენს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ფსიქოლოგიური კუთხით ბევრი პრობლემა არსებობს. თანამედროვე დაავადების მსხვერპლნი ირწმუნებიან, რომ ადრე არანაირი ნიშნები შემჩნეული არ ჰქონდათ. უბრალოდ ერთ დღეს მიხვდნენ, რომ ძალა და სურვილი უბრალოდ აღარ ჰქონდათ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.