Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერები სწრაფი მომზადების ლაფშის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს – ის სიმსივნეს და ინსულტს იწვევს

სწრაფი მომზადების ლაფშა ძალიან კომფორტული და გემრიელია, ან უბრალოდ გემრიელია იმიტომ, რომ მომზადება საკმაოდ მარტივია?

კერძი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, მაგრამ მას უსაფრთხო პროდუქტს ვერ ვუწოდებთ.

კვლევამ აჩვენა, რომ სწრაფი მომზადების ლაფშის გამოყენება წნევის ზრდას, ინსულტს და გულის შეტევას იწვევს.

მისი შემადგენლობა საშინელია, განსაკუთრებით სახიფათოა მავნე ნივთიერება ბუთილჰიდროხინონი, სინთეტიკური დანამატი, რომელიც სიმსივნეს იწვევს.

ეს დანამატი საკვებს დიდიხნით შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ ადამიანისთვის მომწამვლელია.

ამ დანამატის გარდა ლაფშა შეიცავს ნატრიუმის გლუტამატს, რომელიც ნერვულ უჯრედებზე, ნივთიერებათა ცვლასა და რეპროდუქციულ ორგანოებზე დამღუპველად მოქმედებს.

თეთრი ფქვილი და საკვები დანამატები ჩვენს სისხლძარღვებს აბინძურებენ და თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობენ, რაც სისხლძარღვების დაავადების რისკს ზრდის.

თუ ლაფშას ყოველდღე მიირთმევთ, გირჩევთ ამ ჩვევას გადახედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, ინსულტი და დიაბეტი, თავს ვერ აარიდებთ.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ლაფშას? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.