კულინარია
ბელიაში კარტოფილით: თვალის დახამხამებაში შემოგეჭმებათ
ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მზარეულობაზე და მიყვარდა კერძების მომზადება. ყველაზე მეტად კი რაღაცეების გამოცხობა მომწონდა. ცომთან მუშაობა ყოველთვის მიმაღლებს განწყობას და სევდისგან მათავისუფლებს. ხოლო როცა ღუმელში კერძს შევდგამდი, ღუმელის წინ ვჯდებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ ჯადოსნურად გარდაიქმნებოდა უმი ნაკეთობა არომატულ კერძად… ახლა ცხობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
ოჯახის წევრებს ჩვეულებრივი პეროგებით ვერ გააოცებთ, ამიტომ აუცილებელია რაღაც ახლის მოფიქრება. თუ თქვენც გიყვართ სამზარეულოში, ღუმელთან ფუსფუსი, გთავაზობთ რუსული ბელიაშის ტრადიციულ რეცეპტს ღუმელისთვის – ასე იგი უფრო გემრიელი გამოდის.
კარტოფილიანი ბელიაში
ინგრედიენტები
- გაყინული საფუარიანი ცომი
- 450 გ ღორის ხორცი(საშუალო ცხიმიანობის)
- 3 საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 3 დიდი თავი ხახვი
- მარილი
- დაფქული შავი პილპილი
მომზადება
1. დაიწყეთ შიგთავსის მომზადებით. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, დაელოდეთ გაგრილებას და გააცალეთ კანი. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით პატარა ნაჭრებად კარტოფილთან ერთად ისე, რომ ხორცსაკეპ მანქანაში ჩაეტიოს, გათალეთ და დაჭერით ხახვიც.
2. გაატარეთ ყველა ინგრედიენტი ხორცსაკეპ მანქანაში, მოურიეთ ფარშს, ჩაათქვიფეთ 1 კვერცხი და დაუმატეთ სუნელები. ამის შემდეგ მოზილეთ ფარში ცომის მსგავსად.
3. დაყავით ცომი თანაბარ ნაჭრებად, გააბრტყელეთ რგოლები და თითოეულ მათგანზე მოათავსეთ შიგთავსი.
4. შეახვიეთ ცომის კიდეები ზემოთ, დატოვეთ პატარა ხვრელი ზედა მხარეს.
5. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და დაალაგეთ მასზე ბელიაშები. მეორე კვერცხი ათქვიფეთ ცალკე თასში და წაუსვით მასა ღვეზელებს.
6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით ღვეზელები 35-40 წუთით.
ნახეთ რა ლამაზი ღვეზელები გამოგივათ, პირდაპირ სულსა და კუჭს გაახარებს! მიირთვით ცხლად.
გაუზიარეთ დაქალებს ამ უგემრიელესი კერძის რეცეპტი.