Connect with us

ჯანმრთელობა

სასიკვდილო დარტყმა პარაზიტებზე! ბალახების ამ ნარევს დღემდე ვემადლიერები

რამდენადაც ადამიანის ორგანიზმი რთული, გახსნილი სისტემაა, რომელიც მუდმივად კონტაქტობს გარესამყაროსთან, დაბადებიდანვე მასში თანდათან სახლდებიან მიკროორგანიზმები, მეტწილად – პარაზიტები.

წლებთან ერთად, სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმების, ერთუჯრედიანების, სოკოებისა და პარაზიტების ცხოველქმედების შედეგად გაჩენილი პრობლემები სულ უფრო მწვავდება, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმის გაწმენდა პარაზიტი არსებებისგან. ამ პროცედურის შესრულება სავსებით შესაძლებელია საშინაო პირობებში, გამოცდილი ეფექტური მეთოდების გამოყენებით.

როგორ ხდება პარაზიტებით დაინფიცირება

ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰიგიენის მკაცრად დაცვის, სახლში სისუფთავის მუდმივად შენარჩუნების ხარჯზე, პარაზიტებით ორგანიზმის დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე დადის.

თუმცა, ეს ასე არ არის. გარანტიას ვერავინ მოგცემთ. პარაზიტების გადამტანი არიან მფრინავი თუ მცოცავი მწერები, საყვარელი შინაური ცხოველები(ძაღლი და კატა). ზოგიერთი პარაზიტი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შედეგადაც გადადის.

ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების არსებობის სიმპტომები

  • ნებისმიერი ქრონიკული დაავადება;
  • არამყარი განავალი, ხშირი დიარეა და ყაბზობა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილები;
  • დეპრესია, სისუსტე, ქრონიკული დაღლილობა, სწრაფი დაღლა;
  • ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;
  • სხეულის მასის მკვეთრი ცვლილებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი გაციება;
  • ალერგია, კანის მომატებული მგრძნობელობა;
  • რკინადეფიციტული ანემია;
  • წნევის თამაში;
  • გამონაყარი, დერმატიტი, დერმატოზი, ანთება და ჩირქგროვა კანზე, ძლიერი პიგმენტაცია;
  • თვალის სკლერის გაყვითლება;
  • უძილობა, ძილში კბილების კრაჭუნი;
  • კანზე მეჭეჭები, ქუსლებზე ნახეთქები, ფრჩხილების მსხვრევადობა;
  • შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები;
  • ბრონქული ასთმა.

პარაზიტების საშინაო პირობებში განდევნის უკუჩვენებები:

  1. ფეხმძიმობა და ბავშვის ძუძუთი კვება;
  2. გულისა და სისხლძარღვების მწვავე დაავადებები, ინფარქტი და ინსულტი ანამნეზში;
  3. ონკოლოგიური დაავადებები;
  4. ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  5. კუჭის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი;
  6. მენსტრუაცია ქალებში, ნებისმიერი სისხლდენა.

პარაზიტებისგან წმენდის ნებისმიერი კურსის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა შეიმუშავოთ სწორი კვება(უმჯობესია ვეგეტარიანული, ცხიმიანი და მძიმე საკვების გარეშე), 1-2 კვირა დაიცვათ მსუბუქი დიეტა ჭარბი უმი ხილით, ბოსტნეულით, წვენებით, რაფინირებული პროდუქტისა და შაქრის გარეშე.

აუცილებელია სწორი სმის რეჟიმის შემუშავებაც – უნდა მიირთვათ სუფთა სასმელი, არამინერალიზებული წყალი. უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ კი უნდა გაიაროთ ღვიძლის, ნაწლავებისა და თირკმლების წმენდის კურსი.

პარაზიტებისგან გათავისუფლების პარალელურად, რეკომენდებულია ნაწლავების წმენდა ოყნით, განსაკუთრებით, თუ ადამიანს ყაბზობა აწუხებს. ოყნისთვის აიღეთ ასფურცელას, გულყვითელას, გვირილის ხსნარი(დაუმატეთ ეს ბალახები გრილ წყალს).

მიხაკი პარაზიტების წინააღმდეგ

მიხაკის ყვავილები დანაყეთ და მიღებული ფხვნილი მიირთვით დღეში სამჯერ, დააყოლეთ სუფთა წყალი. ჩვეულებრივი სუფთა წყალი – მკურნალობის შეუცვლელი პირობაა. კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე და იგი მოგაშორებთ ნებისმიერ პარაზიტულ ორგანიზმს.

შედეგის გასამყარებლად მიიღეთ მიხაკის ფხვნილი ყოველდღე, ორჯერ დღეში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!