Connect with us

ყვავილები

კიტრი შეგიძლიათ პლასტმასის ბოთლებში გაზარდოთ. ძალიან მოსახერხებელი, მარტივი და მომგებიანია

ბევრ მებაღეს ბოსტნეულის გაზრდა არაგონივრულ საქმედ მიაჩნია. როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როცა ბინაში აივნის გარდა სხვა ადგილი არ გაქვთ, ხოლო აგარაკზე სათბურის მოწყობას ოჯახის ბიუჯეტი ვერ წვდება?

ერთი ძალიან მარტივი და იაფი მეთოდი არსებობს – მცენარეების პლასტმასის ბოთლებში დარგვა. ინსტრუქცია დაიცავით და ძალიან მალე ფანჯრის რაფაზე კარგ მოსავალს მიიღებთ.

დარგვა ბოთლში

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პლასტმასის ბოთლი
  • ლურსმანი
  • ბრტყელტუჩა
  • სახაზავი
  • ლითონის მავთული
  • მარკერი
  • ხრეში
  • მიწა მცენარის დასარგავად

მომზადება:

1. ბოთლი გარეცხეთ. წებო და ეტიკეტი მოაშორეთ.

2. მარკერით მონიშნეთ ის ადგილი, სადაც ნახვრეტებს გააკეთებთ.

3. პლასტმასის ბოთლის გვერდითა მხარეს მართკუთხედი ამოჭერით. ნახვრეტი ძალიან ღრმა არ უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ დაწოლილი რიგები გააკეთოთ. ამისთვის ხვრელიდან მცენარემდე 1 სმ დატოვეთ და ლითონის მავთულის დასამაგრებლად ნახვრეტი გააკეთეთ.

4. ბოთლის ქვედა ნაწილზე 8 ნახვრეტი გააკეთეთ და ფსკერზე სადრენაჟო ეფექტისთვის ხრეში მოაყარეთ. თუ ბოთლის დაკიდებას ან თაროზე დადებას აპირებთ, სადგამზე იზრუნეთ.

5. ბოთლში ნიადაგი ჩაყარეთ და სასურველი მცენარე დარგეთ.

რისი გაზრდა შეიძლება ბოთლში

1. პლასტმასის ბოთლში, როგორც წესი, მცირე ფესვების მქონე მცენარეებს ზრდიან. ექსპერიმენტის გაკეთება ხახვით დაიწყეთ, რადგან ის ყველაზე უპრეტენზიო არის.

2. სალათის ფურცლები კარგი მორწყვის პირობებში კარგად იზრდება, გემოს და წვნიანობას ინარჩუნებს. დრენაჟი აუცილებლად უნდა გააკეთოთ და საჭირო ზომის ბოთლი შეარჩიოთ. თესლი მიწაში 1 სმ სიღრმეზე ჩამალეთ, ნიადაგი მოაყარეთ და აღმონაცენების გამოჩენამდე საკვები ცელოფანი დააფარეთ. 3 კვირაში მწვანე მოსავალი გექნებათ.

3. ბევრი მებაღე ამ მეთოდს მარწყვის გასაზრდელად იყენებს. ამას ბევრი უპირატესობა აქვს: მავნებლები არ შეგაწუხებთ, მცენარის დაავადების განვითარების რისკი დაბალია, ასევე კენკრას მორწყვა პრაქტიკულად არ სჭირდება. პლასტმასის ბოთლებისგან ასეთი კონსტრუქციის გაკეთებით კარგ მოსავალს პირდაპირ აივანზე მიიღებთ.

სასურველია, კონკრეტულად კენკროვანი კულტურისთვის აუცილებელი ნიადაგი მოამზადოთ. ჭურჭელში მაქსიმუმ ერთი ბუში დარგეთ. მოსავლელად განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, მას სტანდარტული მორწყვა და გამოკვება სჭირდება.

4. ახალი ხრაშუნა კიტრი შეგიძლიათ პირდაპირ ბინიდან გაუსვლელად გაზარდოთ. ნიადაგი მოამზადეთ: ის ფორებიანი და ფხვიერი უნდა იყოს, შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. კიტრისთვის 2 ან 5 ლიტრიანი ბოთლები გამოიყენეთ, რომ მცენარეს კარგი სივრცე ჰქონდეს.

მოჭრილი ზედა ნაწილი ნიადაგით აავსეთ, კიტრის თესლი დარგეთ და სახურავით ქვემოთ ბოთლის ქვედა ნაწილზე მოათავსეთ (წინასწარ სახურავი მოხსენით).  ქვედა ნაწილს წყალი დაასხით ისე, რომ ყელის ნაწილს არ შეეხოს. კიტრს ბოთლში ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც სათბურში. ასევე შეგიძლიათ კიტრი ისე გაზარდოთ ბოთლში, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.