Connect with us

თავის მოვლა

დაუმატეთ გლიცერინს E ვიტამინი, რათა მიიღოთ ახალგაზრდობის ყველაზე მძლავრი ელექსირი

გლიცერინი და E ვიტამინი სახეზე შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ. ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ვიტამინებს შორის პირველი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ჯანმრთელობას ანიჭებს და ასაკობრივი ცვლილებისგან იცავს. ეს ნივთიერება შემდეგნაირად მოქმედებს: ის უჯრედების დამჟავების პროცესს აფერხებს, კვებას აუმჯობესებს და ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. E ვიტამინი ბევრ კოსმეტოლოგიურ საშუალებაში მთავარ კომპონენტად გამოიყენება.

მას შემდეგი თვისებები გააჩნია:

  • აღდგენის პროცესს აჩქარებს;
  • დაბერებას აფერხებს;
  • ესტროგენის წარმოებას სტიმულირებს;
  • წყალი-ლიპიდური ბალანსის ნორმას არეგულირებს;
  • შეშუპებას აქრობს;
  • გამონაყარს კურნავს;
  • ჭორფლებს, ლაქებს, დაჭიმულობას და წვრილ ნაკაწრებს აქრობს;
  • A ვიტამინის ათვისებას ხელს უწყობს;

E ვიტამინი შეგიძლიათ შიგნით მიიღოთ. ის კაფსულების სახით ნებისმიერ აფთიაქში გამოიყენება. დღიური დოზა 15 მგ-ს შეიცავს. გლიცერინი და E ვიტამინი შეგიძლიათ სახის კანზე შეიზილოთ. ამისთვის ორივე სითხე თანაბარი პროპორციით აურიეთ და ძილის წინ წაისვით. ნარევი სწრაფად შეიწოვება, შედეგი კი დიდხანს არ დააყოვნებს. წვრილი ნაოჭები გაქრება, ხოლო კანი ძალიან გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი გახდება.

გლიცერინი სახისთვის: სარგებელი და გამოყენების განსაკუთრებულობა

თხევად გლიცერინს ერთი შეუფასებელი თვისება აქვს – ის ტენს აკავებს. საშუალება ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. გლიცერინს კრემს, ნიღაბს და სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტს უმატებენ. ის კანზე დამატენიანებელ ზედაპირს ქმნის, რის გამოც კანი პირველად შეიძლება წებოვანი მოგეჩვენოთ. ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან დამცავი ზედაპირი სწრაფად გაქრება.

პრობლემური კანის შემთხვევაში გლიცერინი შეგიძლიათ სუფთა სახით, როგორც ლოსიონი ისე გამოიყენოთ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში უჯრედების აღდგენა უმჯობესდება, ყველა ანთება სწრაფად ქრება. გარდა ამისა, კანი კარგად დატენიანებული ხდება.

აღსანიშნავია, რომ გლიცერინის სახის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებ ლოა. უნივერსალური საშუალების სახით გირჩევთ: გლიცერინი და თაფლი თანაბარი პროპორციით აურიოთ. ნიღაბი ძალიან თხევადი გამოვა. ოდნავ რომ გაასქელოთ, შვრიის ფქვილი დაუმატეთ. მშრალი კანის შემთხვევაში რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. ცხიმიანი კანისთვის გლიცერინის, შვრიის ფქვილისა და კიტრის წვენის ნიღბის გამოყენება არის რეკომენდებული. მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისთვის გლიცერინის, კვერცხის გულისა და ციტრუსის ზეთის ნარევი გამოიყენეთ.

გლიცერინი და E ვიტამინი: სახისა და ხელებისთვის უკეთესი საშუალება არ არსებობს!

ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები არა მხოლოდ სახის, არამედ ხელის კრემებშიც გამოიყენება. სხეულის ეს ნაწილი გარე სამყაროს, წყლისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედების ქვეშ მუდმივად არის. კრემების გარდა შეგიძლიათ სხვადასხვა ნიღაბი გამოიყენოთ. თუ მათი მომზადების დრო და სურვილი არ გაქვთ. გლიცერინისა და E ვიტამინის რამდენიმე წვეთი ჩვეულ კრემს დაუმატეთ. ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ კანი უფრო რბილი და ნაზი გახდა. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.