Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის სოკო ხალხური რეცეპტებით მოვირჩინე, ჩემს მეგობრებსაც ვასწავლე და ბევრი მოვიმადლიერე!

ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1 – 2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ – მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე.

ინსტრუქცია:

  1. აიღეთ 100 მლ სამედიცინო ( 90 გრადუსიანი ) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
  2. ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
  3. პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, ჩაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთი საათი გაიჩერეთ.
  4. ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.
  5. კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.