Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის წმენდის იაპონური მეთოდი, რომელსაც მავნე ბაქტერიები და ტოქსინები ბოლომდე გამოაქვს

ყოველდღიურად საკვებ პროდუქტებთან, სასმელებთან და დაბინძურებულ ჰაერთან ერთად ჩვენს ორგანიზმში საკმაოდ დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიები და ტოქსინები ხვდება. როდესაც საჭირო ზომებს რეგულარულად არ ვიღებთ, ტოქსინები იწყებს დაგროვებას ჩვენს სხეულში, რაც სხვადასხვა სერიოზული და ნაკლებად სასიამოვნო დაავადებების განვითარებას პროვოცირებს. ყველა გამოცდილი ექიმი და დიეტოლოგი გეტყვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანაი რეგულარულად ორგანიზმის დეტოქსიკაცია და მისი გამწმენდი შესაბამისი პროცედურების ჩატარება.

ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად ნატურალური ხილისა და ბოსტნეულისგან მომზადებული დეტოქს-კოქტეილების მირთმევაა, თუმცა ყოველდღიურად ასეთი სასმელებით თავის განებივრების ძალა და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს. ბრძენმა იაპონელებმა შეიმუშავეს სპეციალური აბაზანები ფეხებისთვის, რომელთაც ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინები, წიდები და სხვა მსგავსი მავნე ნივთიერებები მინიმალურ დროში ბოლომდე გამაოქვს. ამ პრაქტიკის ეფექტურობა დროით არის დამტკიცებული და მინდა გითხრათ, მას პირადადაც ვიყენებ.

ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
  • 1 ს.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი

პროცედურის მსვლელობა

გაავსეთ ტაშტი ცხელი წყლით, ჩაასხით წყალბადის ზეჟანგი, დაამატეთ ჯანაჯფილის ფხვნილი და მოათავსეთ მასში ფეხები დაახ. 30 წუთით. ასეთი პროცედურა დაგეხმარებათ დაზიანებული უჯრედების, ქსოვილების აღდგენაში და ბოლომდე გაწმენდს თქვენს ორგანიზმს მავნე ბაქტერიებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან.

როგორ გავიგოთ, რომ დეტოქსიკაცია გვჭირდება? 

აუცილებლად ყური უგდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ორგანიზმი გიგზავნით და დაუკვირდით თქვენს განწყობას. ექიმები დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარებას გვირჩევენ, თუ ქრონიკული დაღლილობა, კანზე სხვადასხვა სახის გაღიზიანებების გაჩენა, თვალების ქვემოთ შეშუპება, შებერილობა და მენსტრუაციულ ციკლში დარღვევები გვაწუხებს.

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ცხოვრების წესსაც. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს, მინიმუმამდე შეამცირეთ შაქრისა და ცხიმიანი პროდუქტების მიღება, თუ ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სილამაზის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. გისურვებთ ჯანმრთელბოსა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.