ჯანმრთელობა
როდესაც გული სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ორგანიზმი ამ 10 ნიშანს გვიგზავნის, რომელთაც ყური უნდა ვუგდოთ
როდესაც გულის კუნთი შეფერხებულად მუშაობს, ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას გარკვეული ნიშნებისა და სიგნალების გამოგზავნით. თუ ამ ნიშნებს დავაიგნორებთ და თავს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს. როგორც მოგეხსენებათ, გული უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც სისხლის გადატუმბვაზეა პასუხისმგებელი. თუ ის ამ დავალებას სრულფასოვნად ვერ ართმევს თავს, შინაგან ქსოვილებს და ორგანოებს შეფერხებულად მიეწოდება ჟანგბადი და სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, რამაც მრავალ სერიოზულ პრობლემამდე და სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ინფარქტი, ინსულტი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია – ყველა ამ საშინელი მოვლენის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელია, თუ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ ნიშნებს ყურადღებას მივაქცევთ, ამოვიცნობთ პრობლემას და ვიმოქმედებთ დაუყონებლივ.
მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 10 გავრცელებულ ნიშანსა და სიმპტომს, რომელსაც ორგანიზმი სწორედ მაშინ გვიგზავნის, როდესაც გული შეფერხებულად მუშაობს. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, გაიარეთ კონსულტაცია და აუცილებლად ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები. ასე შეძლებთ სერიოზული გართულებების თავიდან არიდებას.
ყურადსაღები ნიშნები და სიგნალები, რომელთაც ორგანიზმი გვიგზავნის
სიმპტომი № 1 – დაღლილობა
თუ ლოგინიდან ახალხანს წამოდექით, კარგად გამოძინება და დასვენება მოახერხეთ, თუმცა თავს მაინც დაღლილად გრძნობთ და ენერგია არაფრისთვის გყოფნით, ეს საგანგაშო სიგნალია! მართალია, ქრონიკული დაღლილობა სხვა მრავალი ფაქტორითაც შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა ეს მოვლენა გულის უკმარისობითვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია. ყველაზე ხშირად ქრონიკული დაღლილობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ტვინის, ფილტვებისა და გულის სისხლით მომარაგების პროცესის შეფერხება.
სიმპტომი № 2 – საერთო სისუსტე
არაერთი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია ფაქტი, რომ ყველა პაციენტი, რომელმაც წარსულში გულის შეტევა გადაიტანა, უშუალოდ პრობლემის გამოვლინებამდე გარკვეული პერიოდით ადრე საერთო სისუტეს განიცდიდა. როდესაც გული სათანადოდ არ მუშაობს, ფერხდება სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში, რის შედეგადაც შინაგანი ორგანოები და ქსოვილები ვეღარ იღებს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელ ჟანგბადსა და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს, რაც იწვევს სისუსტეს.
სიმპტომი № 3 – ხასიათის მკვეთრი ცვლილებები
თუ თქვენ სრულიად უმიზეზოდ ხშირად გეუფლებათ მშფოთვარების შეგრძნება და ხდებით ემოციურად გაუწონასწორებელი, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია მასთან. ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, მშფოთვარებისა და განგაშის აუხსნელი შეგრძნება ხშირად სწორედ გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვითითებს.
სიმპტომი № 4 – სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა
თუ მე-3 სართულამდე კიბით ასვლის შემდეგაც კი სუნთქვა გიხშირდებათ, იწყებთ ქოშინს და თუ მცირე ფიზიკური აქტივობის შესრულების შემდეგაც კი განიცდიცდით ჰაერის უკმარისობას, დროა, კარდიოლოგს მიმარტოთ. სუნთქვის გართულება საკმაოდ ხშირად გულის შეტევის მომასწავლებელი ნიშანია, რომელსაც საკმაოდ ხშირად თან ახლავს მკერდის არეში ტკივილის შეგრძნებაც.
სიმპტომი № 5 – თავბრუსხვევა
ტვინს სრულფასოვანი მუშაობისთვის ესაჭიროება სისხლის შეუფერხებლად მიწოდება. როგორც კი ეს პროცესი ირღვევა და ტვინს საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება, ეს მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე ისახება. გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს ძალიან ხშირია თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც კი.
სიმპტომი № 6 – ცივი ოფლი
თუ პერიოდულად გაქვთ ისეტი მომენტი, როდესაც ოთახში უბრალოდ სავარძელში მოკალათებული ზიხართ და ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე სხეულზე ოფლის წვეთების გაჩენას გრძნობთ, დაუყონებლივ მიმართეთ კარდიოლოგს.
სიმპტომი № 7 – გახშირებული პულსაცია
პულსის რიტმის იშვიათ ცვლილებებს, როგორც წესი, ექიმები მშფოთვარების საგნად არ აღიქვამენ. იმ შემთხვევაში, თუ პულსაციის გახშირებას პერიოდულად გაწუხებთ და მას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე ან სუნთქვის გართულება – ეს არითმიის ნიშანია. პრობლემას დროულად უნდა მიხედოთ, თუ ინფარქტის მსხვერპლად არ გინდათ იქცეთ.
სიმპტომი № 8 – ტკივილი მკერდის არეში
საკმაოდ ხშირად ადამიანები ასეთ ნიშნებს ვაიგნორებთ, ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ, რაც დამღუპველი შეცდომაა! თუ პერიოდულად განიცდით ტკივილს მკერდის არეში, რომელიც უეცრად ჩნდება და სწრაფადვე ქრება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი!
სიმპტომი № 9 – შეშუპება
კიდურების შეშუპება და წონის მატება ყოველთვის არაჯანსაღი და ცხოვრების მჯდომარე სტილით არ არის გამოწვეული. როდესაც გულის მუშაობა დარღვეულია, ის ამ გზით ხშირად ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას. ჭარბი, ზედმეტი სითხის დაგროვება ორგანიზმში გულის უკმარისობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია!
სიმპტომი № 10 – კუჭის გაღიზიანება
მუცლის ტკივილი და შებერილობა, ხშირად არა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, არამედ გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვითითებს. ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება.
გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია, რომელმაც სიცოცხლეც კი შეიძლება შეგინარჩუნოთ! თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე მაინც გაწუხებთ, უბრალოდ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!