ჯანმრთელობა
თაფლისა და დარიჩინის ნარევი ჩემი საუკეთესო დამხმარეა. როდესაც ჯანმრთელობის ეს 19 პრობლემა მაწუხებს, დაუყონებლივ ამ ნარევს ვიღებ
თაფლი და დარიჩინი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ცალ-ცალკე. თუმცა, რა ხდება, თუ მათ ერთად მივირთმევთ? ამ ორი პროდუქტის შერევით მივიღებთ მრავალი დაავადების სამკურნალო ელექსირს, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა ექნება.
თაფლი და დარიჩინი – უმნიშვნელოვანესი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მოცემული პროდუქტის კომბინაცია არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და კურნავს ზოგიერთ დაავადებას.
დარიჩინიანი თაფლის სასარგებლო თვისებები
1. გულის დაავადებები
ყოველდღე მიირთვით თაფლწასმული და დარიჩინმოყრილი პური. ეს დაგეხმარებათ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში, სუნთქვის გაუმჯობესებასა და გულის კუნთის გაძლიერებაში.
2. სისუსტე
შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ძალების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. თუ თაფლსა და დარიჩინს სწორი პროპორციებით მიირთმევთ, გაუმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია და მოძრაობისუნარიანობა.
3. ართრიტი
თუ ეს დაავადება გაწუხებთ, ყოველდღე მიირთვით 1 ფინჯანი თბილი წყალი 2 ს.კ. თაფლითა და 1 ჩ.კ. დარიჩინით. ამ წამლის რეგულარული მიღება განკურნავს ქრონიკულ ართრიტსაც კი.
4. ქოლესტერინი
2 ს.კ. თაფლი და 3 ჩ.კ. დარიჩინი, შერეული 2 ს.კ. წყალთან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს 10%-ით, 2 საათის განმავლობაში. რეგულარული გამოყენება ქოლესტერინს ნორმაში მოიყვანს.
5. იმუნიტეტი
ამ პროდუქტის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს. თაფლის მუდმივი მოხმარება აძლიერებს თეთრი ანტისხეულების მოქმედებას.
6. შარდის ბუშტის ანთება
შარდის ბუშტში არსებულ მიკრობებს კლავს 2 ს.კ. დარიჩინი და 1 ჩ.კ. თაფლი, გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში.
7. თმისცვენა
გამელოტების ან თმისცვენის დროს, დაიტანეთ თმისძირებზე გამთბარი ზეითუნის ზეთის, 1 ს.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. დარიჩინისგან დამზადებული პასტა თავის დაბანამდე 15 წუთით ადრე.
8. კანის ინფექციები
თუ ეგზემა, სოკო ან კანის სხვა დაავადება გაქვთ, დაიტანეთ დაზიანებულ მონაკვეთებზე დარიჩინისა და თაფლის პასტა(1:1).
9. გამონაყარი
მოამზადეთ პასტა 3 ს.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. დარიჩინისგან. წაისვით გამონაყარზე ძილის წინ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 2 კვირაში აკნე გაქრება.
10. მწერის ნაკბენი
მოამზადეთ მასა 1 წილი თაფლისა და 2 წილი თბილი წყლისგან. დაუმატეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი და ნელა შეიზილეთ ეს მასა იმ მონაკვეთზე, სადაც გექავებათ. ტკივილი 1-2 წუთში ჩაცხრება.
11. კუჭის აშლილობა
მიირთვით ჭამამდე 2 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. დარიჩინი. ეს მასა ამცირებს მჟავიანობას და გეხმარებათ ყველაზე მძიმე საკვების მონელებაშიც.
12. კუჭის წყლული
დარიჩინიანი თაფლი ხსნის ტკივილს კუჭში და გეხმარებათ წყლულების განკურნებაში.
13. გაზები
ამ პროდუქტის კომბინაცია ამცირებს მუცლის შებერილობასაც.
14. კბილის ტკივილი
შეურიეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი 5 ჩ.კ. თაფლს და გაიჩერეთ ეს მასა მტკივან კბილზე. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ტკივილი არ გაქრება.
15. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
პირის ღრუში სასიამოვნო სუნის მთელი დღით შესანარჩუნებლად, დილით გამოივლეთ ყელი თაფლისა და დარიჩინის ცხელი ხსნარით.
16. სმენის დაქვეითება
მიირთვით დარიჩინი და თაფლი ყოველდღიურად, თანაბარი ოდენობით.
17. გაციება
მიირთვით 1 ს.კ. თბილი თაფლი 1/4 ჩ.კ. დარიჩინთან ერთად, დღეში სამჯერ. ეს მასა კურნავს თითქმის ნებისმიერი სახის ქრონიკულ ხველას, გაციებას, ათავისუფლებს სასუნთქ გზებს.
18. გრიპი
თაფლი შეიცავს ნატურალურ ელემენტს, რომელიც გრიპის ვირუსს კლავს და ადამიანს ამ დაავადებისგან ათავისუფლებს.
19. კიბო
1 ს.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. დარიჩინის მიღება დღეში სამჯერ, 1 თვის განმავლობაში, კურნავს კუჭისა და ძვლის კიბოს.
თაფლი, დარიჩინთან ერთად – არამხოლოდ სამკურნალო საშუალებაა, არამედ სიბერის პროცესებსაც ანელებს. ჩართეთ რაციონში ეს ორი პროდუქტი და იგრძნობთ, რომ ჯანმრთელობის ელექსირი ნამდვილად დადებითად მოქმედებს თქვენზე.