Connect with us

თავის მოვლა

საშინაო „ბოტოქსი“ ნაოჭების წინააღმდეგ. 2 კვირის შემდეგ კანი ძალიან გლუვი და ნაზი ხდება

ჩემი მეგობრები კოსმეტიკას აფთიაქში ყიდულობენ, რადგან ამას ხარისხის გარანტიად მიიჩნევენ: რადგან ნიღაბი, კრემი, ლოსიონი თუ შამპუნი იქ იყიდება, მოსალოდნელი ეფექტი დიდხანს არ დააყოვნებს. ამასთან ყველა ვხვდებით, რომ მე-18 საუკუნის სააფთიაქო ნიმუშის დროს ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბს თავად აფთიაქარები ამზადებდნენ და ყიდნენ. აი, ის ვარიანტი მართლაც ძალიან ეფექტური იყო. რაც შეეხება თანამედროვე საშუალებებს ლამაზი ყუთებით და ბოთლებით…

და რას იტყვით სახლში მომზადებულ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებაზე? არაა აუცილებელი იყოთ კოსმეტოლოგი 10 წლიანი გამოცდილებით, რომ ნიღაბი თავად მოამზადოთ.

სახის ნიღაბი სახამებლით და ეთერზეთით

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები
  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული სალბი
  • 150 მლ წყალი
  • 10 წვეთი არგანის ზეთი
  • 10 წვეთი ჟოჟობას ზეთი
  • 1 კაფსულა E ვიტამინი
  • 0,5 ჩ/კ არაჟანი 3%-იანი ცხიმიანობით

მომზადება:

  1. სალბი და პიტნა აურიეთ. 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.
  2. 1 ჩ/კ სახამებელს ცივი წყალი დაასხით. სალბის და პიტნის ნაყენი გაზქურაზე დადგით და აურიეთ, სანამ ნარევი არ ადუღდება.
  3. გახსნილი სახამებელი დაუმატეთ. 3 წუთით ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ.
  4. ცალკე თასში 0,5 ჩ/კ სახამებელი და არაჟანი აურიეთ. ეთერზეთი და E ვიტამინი დაუმატეთ. ნარევი გაგრილებულ მასას დაუმატეთ. ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი მზადაა!

ამბობენ, რომ სახამებელი ბოტოქსის იაფი ალტერნატივაა. რა თქმა უნდა, იმწამსვე შედეგს არ უნდა ელოდოთ. ნაოჭების საწინააღმდეგო სახამებლის ნიღაბი 4-5 გამოყენების შემდეგ მოქმედებას იწყებს. პროცედურა ორ კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

როგორ უნდა წაისვათ ასეთი საშუალება? კრემის მსგავსი მასა მთელ სახეზე ისმება, მათ შორის თვალის და პირის ირგვლივ. ასევე შეგიძლიათ კისერსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვათ. 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.