კულინარია
ხორცის ძალიან გემრიელი პეროგი ცომის გარეშე. იმდენად გემრიელი გამოდის, 1 ნაჭერი საკმარისი არასდროს არის
ეს პეროგი ნამდვილი მონაპოვარია მუდმივად დაკავებული ქალბატონებისთვის, რომლებმაც სამსახურში წასვლაც, ბავშვებთან თამაშიც და სადილის მომზადებაც უნდა მოასწრონ.
ჩვენი რეცეპტი, თითქოს ჯადოსნურიაო, რთულ საშინაო ღვეზელს ნამდვილ სიამოვნებად გარდაქმნის! არავითარი ფქვილი, საფუარი, ლოდინი… ზოგადად, ცომიც არაა საჭირო – შიგთავსს ფრთხილად ახვევ ლავაშში და დგამ ღუმელში. ამ პეროგში ყველაფერი იდეალურია: მადისაღმძვრელი იერი, წვნიანი გემო, მცირე ხარჯი და დრო.
ლავაშის პეროგი ღუმელში, ჩვენი რეცეპტით, გამოდის წვნიანი და მსუყე. იგი უჩვეულოდ მარტივად მზადდება და სტუმრებსაც კარგად გაუმასპინძლდება, ბავშვები და ქმარი დამატებას მოითხოვენ. შევუდგეთ მომზადებას?
ლავაშის პეროგი
ინგრედიენტები
- ლავაშის 3 თხელი ფირფიტა
- 800 გ სასურველი ფარში
- 300 გ მყარი ყველი
- 2 კვერცხი
- 150 მლ ნაღები 20%-იანი ცხიმიანობით
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ფარში შეწვით მცენარეულ ზეთზე, მომზადებამდე.
2. ყველი დახეხეთ მსხვილ სახეხზე. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი ნაღებით, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
3. ლავაშის ფირფიტა მოათავსეთ მაგიდაზე, დაადეთ მზა ფარში, მოაყარეთ ყველი და შეახვიეთ რულეტად. რულეტისგან მოამზადეთ ლოკოკინა და მოათავსეთ იგი საცხობი ფორმის ცენტრში.
4. გაიმეორეთ იგივე ლავაშის დარჩენილ ფირფიტებზეც და გააგრძელეთ ლოკოკინას ფორმა.
5. მოასხით ღვეზელს კვერცხის მასა და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.
6. შედგით მადისაღმძვრელი ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. თუ გსურთ, რომ ღვეზელის ზედაპირი უფრო წვნიანი გამოვიდეს, ზედა ფენაზე დაალაგეთ დაჭრილი პომიდვრები, მოაყარეთ ყველი და ასე შედგით გამოსაცხობად. ლავაშის ღვეზელი ფარშით მზადაა.
გემრიელად მიირთვით!